x
image
intermedia.ge
Mediator image
"ჯერ არ იციან ქორწილს სად გადაიხდიან" - რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი?

image


"დღესაც ვესაუბრე და... ბიძინა ივანიშვილი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი"

საყოველთაოდ ცნობილია, მხატვარი ნიკუშა შენგელაია და მისი მეუღლე ეკა ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან განსაკუთრებულად მეგობრობენ. ეკა ჭიჭინაძე ამჟამად ამერიკაში იმყოფება, მაგრამ, როგორც ამბობს, ივანიშვილებთან ტელეფონით ხშირად საუბრობს. ესაუბრა თუ არა ბიძინა ივანიშვილს ბოლო ხანს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსა და გიორგი შენგელაიას მწვავე კრიტიკაზე? - ამ საკითხებზე ქალბატონი ეკა აშშ-დან გვესაუბრება.

- მართალი გითხრათ, ბიძინა ივანიშვილს ფარულ ჩანაწერებზე საუბარს არც ვაკადრებ! ეს ყველაფერი ჩვეულებრივი "ნაცური" მეთოდებია და ასეთი ჩანაწერებით და ბოდვებით ბევრი წელია თავს იგიჟებენ! აბა, ჩვენ არ გვჯერა ამ დადგმული სპექტაკლების და თვითონ ერთმანეთში განიხილონ გაკვირვებული სახეებით... არ არსებობს ადამიანი, რომ ამ ტუტუცური ჩანაწერების შემდეგ, წავიდეს და გრიგოლ ვაშაძეს მისცეს ხმა! ეს ხომ სასაცილოა?! ასე, რომ სულ
ტყუილად ირჯებიან! ვფიქრობ, ისე დაღალეს და დაზაფრეს ხალხი, რომ ვინც არ აპირებდა არჩევნებზე წასვლას და ინდეფერენტულად იყო განწყობილი ან ოცნებით უკმაყოფილო, ყველას ერთი სული აქვთ ხმა მისცენ სალომეს და დამთავრდეს ეს კოშმარი! მე, მგონი, ესენი სალომეს პიარით არიან დაკავებულები... არ ვიკადრებ ვინმე ცუდად და უზრდელად მოვიხსენიო, რადგან ვითვალისწინებ, რომ ვიღაცას შვილი ყავს, დედა, მამა და ასე შემდეგ და და ამიტომ, ვფიქრობ, მორალური უპირატესობა არის ჩვენსკენ. ვიცი, რომ ყველაფერი მიდის ისე, როგორც საჭიროა. ხომ გაგიგიათ, კატამ თხარა თხარაო... ვშიშობ, "ნაციონალები" დიდ კატას გამოთხრიან...
ერთსაც დავამატებდი, ეს პატარა კაცუნები ბიძინას მასშტაბებს ვერ ათვითცნობიერებენ...დღესაც ვესაუბრე ეკას. რაც შეეხება ქვეყნის ამბებს, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ისიც და ბატონი ბიძინაც. თუ ტელევიზორს გამოვრთავთ, მივხვდებით რომ არც ისე ცუდად არის საქმე. ისე ჩვენი მოპოვებული დემოკრატიით და სიტყვის თავისუფლებით ძალიან სარგებლობენ "ნაცები"! აბა, ამდენს ვინ გაბედავდა მაგათი მმართველობისას!? მეთოდები გაუცვდათ, აგრესიის, ტყუილების და ძალადობის მეტი არაფერი არ იციან...
- ბერას საცოლე გაიცანით, სად გეგმავენ ქორწილს?

კითხვის გაგრძელება>>>

0
286
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0