x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ნინო ჯაფიაშვილი „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელად დაინიშნა
image.

„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს, ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი უხელმძღვანელებს. ჯაფიაშვილი ამ თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შეირჩა.
.
ნინო ჯაფიაშვილს სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. არის ჟურნალ „ინდიგოს“ დამფუძნებელი, ჟურნალ „ლიბერალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი რედაქტორი. სხვადასხვა დროს ნინო ჯაფიაშვილი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ რედაქტორი, „ინტერნიუს ნეტვორკის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ რეპორტიორი, წამყვანი და პროდიუსერი იყო. ჯაფიაშვილი კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სკოლაში (GIPA) მედიაეთიკას ასწავლის. 2015 წლიდან კი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრია.
.
შეგახსენებთ, რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის 1 მარტიდან ნათია ზამბახიძე დაინიშნა. „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს უფროსის თანამდებობა კი თითქმის ცხრა თვე ვაკანტური იყო. 2006-2018 წლებში მას მარინა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა.
.

რადიო „თავისუფლების“ ქართული ბიუროს ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში რუსთავი 2-ის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა ნათია ზამბახიძემ გაიმარჯვა და ქართულ სამსახურს ხელმძღვანელობს.

.
ზამბახიძე ბოლო ხანს აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი იყო. რამდენიმე დღის წინ ის ადასტურებდა, რომ რადიოს ხელმძღვანელის ვაკანსიაზე განაცხადი ნამდვილად შეიტანა. ნათია ზამბახიძემ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი2" მალევე დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.


.
31 იანვარს რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. კაკაბაძის გათავისუფლების შემდეგ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვათანამდებობა. დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე ინფორმაცია თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0