x
image
პროფესორი
როგორ იქნა დახვრეტილი ვაჟა-ფშაველას შვილი

image

როგორც კანდიდ ჩარკვიანი იხსენებს თავის მოგონებებში სტალინს ვაჟა-ფშაველა არ ჰყვარებია, ენა დაუწუნა ჩამორჩენილია ენის თვალსაზრისითო „გარდა ამისა, როცა საქართველოში სოციალური განთავისუფლებითვის იბრძოდნენ, ვაჟა გვერდზე იდგა და არაფერში ერეოდა". ეს ის დროა როცა მწერლები, მხატვრები, პროფესორები, რეჟისორები იმით განირჩევიან თუ რამდენად ერთგული არიან პარტიისადმი, რამდენად მოეწონებათ ბელადებს მათი სიტყვა. თუკი ბელადებისთვის მწერალი არ არის ღირებული მაშინ მისი შვილი რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი? ლევან რაზიკაშვილი ვაჟა- ფშაველას შვილი იყო, სწორედ მის დახვრეტაზე თქვა სერგო ორჯინიკიძემ "ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდიო"
დაკავებას ოფიციალურ საფუძვლად დაედო თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის, სერგო სურგულაძის განკარგულება, ბრალდებად კი წაუყენეს: 1. ბანდიტიზმში მონაწილეობა; 2. თვითნებური მიტოვება სამსახურისა.
ს. სურგულაძემ, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, თავისი რაზმით, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გზა გადაეღობა ხევსურეთისაკენ დახეულ ჩოლოყაშვილის ბანდისათვის, დახმარება სთხოვა ფშავის მილიციის უფროსს.რაზიკაშვილი ორი მილიციელით, მართლაც, წინ გადაუდგა ჩოლოყაშვილის რაზმის ნაწილს. სროლის დროს დაიღუპა ერთი მილიციელი, რაზიკაშვილი და გადარჩენილი მილიციელი ჩოლოყაშვილს "დანებდა". მან ლევან რაზიკაშვილი თავის რაზმში რამდენიმე დღე დატოვა. ირკვევა, რომ ჩოლოყაშვილმა ძველ მეგობარს რაზმის წევრები გააცნო და დავალებაც მისცა - მოემზადებინა ფშაველები და როცა წითელი ჯარები ხევსურეთისკენ წავიდოდნენ, მათთვის ზურგში დაერტყათ. მართალია, რაზიკაშვილმა ეს დავალება არ შეასრულა, მაგრამ მოგვიანებით ჩოლოყაშვილმა რაზიკაშვილის ხელშეწყობით შეძლო ალყიდან თავის დაღწევა და მიმალვა. რაზიკაშვილი მიჩნეულ იქნა ქაქუცას რაზმის აქტიურ წევრად, რომელიც შეიპარა საბჭოთა მუშაკებს შორის ჩოლოყაშვილისგან მიღებული დავალებების ცხოვრებაში გასატარებლად.

ღამის 2 საათზე სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი - დახვრეტა შემდგომ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე: 1. რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე, 35 წლის... ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლულ იქნა დახვრეტის ადგილას"


0
225
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0