x
მეტი
  • 15.09.2019
  • სტატია:94755
  • ვიდეო:342547
  • სურათი:456796
მუსოლინი და მაფია (ნაწილი I)

imageხელისუფლებაში მოსვლისთანავე მუსოლინიმ ხმამაღლა განაცხადა, რომ მაფია განადგურებული იქნებოდა. ამ ამბავმა სიცილიამდე უმალ მიაღწია. „ომერტა სოჩიეტას“ თავკაცებს ეს სასაცილოდაც არ ეყოთ.
- ეს მუსოლინი ნამდვილი შეშლილია! მაგისთანა ბევრი მოსულა და ბევრიც წასულა! - აცხადებდნენ ისინი.
1924 წელს მუსოლინი პალერმოში ჩავიდა. ადგილობრივმა ფაშისტებმა დუჩეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. პალერმოს პრეფექტმა (პოლიციის უფროსი) მუსოლინის მოახსენა, რომ მისი ნახვა ნათლია კიციო კიცინს სურდა.
- ეს ვინღაა?
- მაფიის ერთ-ერთი თავკაცი.
- მერე შენ რას აკეთებ? მაფიის თავკაცი არხეინად დანავარდობს, შენ კი, პოლიციის უფროსი, ბუზებს ითვლი?
- დონ კიციო პალერმოს ნამდვილი ხელისუფალია! - პეფექტმა ამოიოხრა, - მთავრობები მიდიან და მოდიან მაფია კი რჩება!

მუსოლინი დონ კიციოს შეხვდა. ნათლიამ ხელიც მოუთათუნა. მუსოლინი მოიღუშა. დონ კიციომ მისი რეაქცია შენიშნა და გაიცინა:
- აქ სიცილიაში, ჭეშმარიტი ხელისუფალი მე ვარ, - დონ კიციო წამით გაჩუმდა, - ხვალ პალერმოს მთავარ მოედანზე სიტყვა უნდა წარმოთქვა, ასეა? თუ მე ვიტყვი იქ არავინ მოვა, შენი რამდენიმე ფანატიკოსი მხარდამჭერის გარდა, რომლებიც თავს ფაშისტებს უწოდებენ.
მართლაც, როცა მუსოლინი პალერმოს მთავარ მოედანზე მივიდა, იქ მისი ორმოციოდე თანამოაზრის მეტი არავინ დახვდა. აღშფოთებულმა დუჩემ სიტყვა ცარიელ მოედანზე წარმოთქვა.
- მაფია განადგურებულ იქნება! გესმით, ნათლიებო! მე თქვენ მოგსპობთ, მოგკლავთ, ცოცხლად დაგმარხავთ! ამას გეუბნებით მე, ბენიტო მუსოლინი!
მეორე დილით დუჩე რომში დაბრუნდა.
„ნათლიებს“ მუსოლინის მუქარა სასაცილოდაც არ ეყოთ. მათ კარს მომდგარი რეალური საფრთხე ჯეროვნად ვერ შეაფასეს.
მუსოლინი საომრად იყო განწყობილი. ახლა აუცილებელი იყო პალერმოს პრეფექტად ენერგიული კაცის დანიშვნა, რომელსაც კომპლექსები არ აწუხებდა და ყველაფერს იკადრებდა.
- არსებობს ასეთი კაცი, მას ჩეზარე მორი ჰქვია!
მუსოლინიმაც ბრძანა მორი მასთან მიეყვანათ.
ჩეზარე მორი (1861-1942) ბავშვთა სახლში გაიზარდა. სწავლობდა ტურინის სამხედრო სასწავლებელში. მორიმ სახელი გაითქვა, როგორც მაღალი რანგის პროფესიონალმა და საოცრად დაუნდობელმა პიროვნებამ. დაკითხვების დროს ის ხმას არასოდეს აუწევდა, პატიმარს მშიდად, მეგობრულად ესაუბრებოდა. ყავითაც უმასპინძლდებოდა. შემდეგ კი აწამებდა. ამას მშვიდად, აუღელვებლად აკეთებდა, თითქოს წამებას თავისი ქორეოგრაფია ჰქონდა, რომელსაც წლების განმავლობაში ხვეწდა.
ამგვარად, პალერმოს პრეფექტად, ანუ იქაური პოლიციის უფროსად მუსოლინიმ ჩეზარე მორი დანიშნა .

0
99
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0