x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ცეკვავენ ვარსკვლავები და სხვები-10 სატელევიზიო შოუ,რომელიც უცხოეთიდან არის შემოტანილი
1)-ცეკვავენ ვარსკვლავები-ამ სატელევიზიო შოუს იდეა დიდ ბრიტანეთში დაიბადა ტომ ბერჟერონის მიერ 2004 წელს სახელწოდებით Strictly Come Dancing, ერთი წლის შემდეგ, პროექტი აშშ-ში, ABC-ს ტელეეთერში გავიდა სახელწოდებით, Dancing with the Stars -ს, შემდგომ მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ აიტაცა.

image



2-ვის უნდა 20 ათასი?–ფრანგულ-ბრიტანული ტელეპროექტი-"Who Wants to Be a Millionaire?", რომელიც შექმნა დევიდ ბრიქსმა, მაიკლ უაიტჰილმა და სტივენ ნაითმა 1998 წელს და მთელს მსოფლიოში გავრცელდა.ლიცენზია ამჟამად ეკუთვნის Sony Pictures Television -ს.განახლებული ვარიანტი "ცოდნა ფულია"-მ ჩაანაცვლა.

image




3)რა, სად, როდის?-(Что? Где? Когда?)საბჭოთა ინტელექტუალური სატელევიზიო თამაში, რომელიც შეიქმნა 1975 წელს ვლადიმერ ვოროშილოვის და ნატალია სტეცენკოს მიერ.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თამაში გავრცელდა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა და რამდენიმე უცხოურ ქვეყანაში, მათ შორისაა აშშ, თურქეთი, ისრაელი და იტალია.

image



4)ნიჭიერი-(Got Talent ) ბრიტანული ტელე შოუ, რომლის იდეაც სამუელ კოულემს ეკუთვნის.პირველი საპილოტო გადაცემა დიდ ბრიტანეთში 2005 წელს გავიდა ეთერში.შემდგომ კი აშშ-ში.ტელეპროექტი მსოფლიოს 58 ქვეყანამ შეისყიდა.

image


5)ჯეოსტარი და იქს ფაქტორი-(Pop Idol)-ბრიტანული სატელევიზიო შოუ, რომელსაც 2001 წელს ჩაეყარა საფუძველი, და გაგრძელდა 2003 წლამდე.იდეის ავტორმა სამუელ კოუელმა იგი შემდგომ X Factor-ით ჩაანაცვლა.

image



6)-ახალი ხმა-(The Voice) ჰოლანდიური სატელევიზიო შოუ, იდეის ავტორი ჯონ დე მოლი.პირველად შოუ 2010 წელს გავიდა და შემდგომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გავრცელდა...პირველ რიგში შეერთებულ შტატებში.

image



7)იღბლიანი ბორბალი-ამერიკული სატელევიზიო შოუ "Wheel of Fortune", რომელიც მერვ გრიფინმა მოიგონა.პირველი შოუ 1975 წელს გავიდა NBC-ის ეთერში.

image



8)ღამის შოუ და The ვანოს შოუ-ამერიკული "The Tonight Show"-ს ანალოგი, რომელიც ეთერში 1954 წლიდან გადის NBC -ზე და ამერიკის ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ სატელევიზიო გასართობ პროგრამად ითვლება.

image



9)შუა ქალაქში-ამერიკული სატელევიზიო სიტუაციული კომედია "მეგობრების" ანალოგი, რომელიც 1994 წლიდან 2004 წლამდე გადიოდა NBC -ზე.პირდაპირ ეთერში იგი 52, 5 მილიონმა ადამიანმა იხილა.

image



10) გოგონა გარეუბნიდან-ამერიკული კომედიური სერიალის Ugly Betty-ის ანალოგი, გადიოდა ტელეარხ ABC-ზე 2006 წელს.ანალოგი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გადაიღეს სხვადასხვა სახელწოდებებით.

image

2
232
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
2018, 17 ოქტომბერი, 10:10
ძალიან საინტერესო სტატიაა, უშო ბეტის მთავარი პროდიუსერი სელმა ჰაიეკი იყო, მაგარი გოგოა, თავად მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა, ძირითადად კადრს მიღმა იყო და მსოფლიოში გაყიდა პროექტი
2018, 16 ოქტომბერი, 23:28
საიმონის გარეშე შოუები ვერ წარმომიდგენია. საოცრება კაცია
0 1 2