x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
რა ინფორმაციას ფლობდა რემბრანდტის მოსწავლე
image

სვეტიცხოვლის ტაძარში არის იესო ქრისტეს ჯვარცმის მე-17 საუკუნის დროინდელი ფრესკა, სადაც ფონზე ჩანს ორი ადამიანის მაგვარი არსების სახეები, რომლებიც საფრენ აპარატებში სხედან და ცაში არიან მოთავსებული, რაც ბევრ მნახველში მფრინავი თეფშების ასოციაციას იწვევს. მარჯვენა მხარეს დგას ორი რომაელი მცველი, ერთ–ერთი მათგანი ცაში იყურება, გაოცებული სახე აქვს და ხელი საფრენი აპარატისკენ აღუპყრია, თითქოს სხვებს მოუხმობს, რომ ამ მოვლენას ყურადღება მიაქციონ.


სვეტიცხოვლის ტაძარი მე-11 საუკუნეშია აგებული და მოცემული ხატწერა ბიზანტიური სტილისაა. ბიზანტიურ ხატწერაში ანგელოზები გამოისახებიან ფრთებით, ხოლო თავის გარშემო - შარავანდედით. ამგვარად, აქ არ არის დახატული ანგელოზები. მეორე შეხედულებით ეს ორი საფრენი აპარატი ციური ეტლია და მასში ჩახატული სახეები მზეს და მთვარეს განასახიერებენ. მაგრამ მზისა და მთვარის პიროვნებებად გამოსახვა ქრისტიანობაში მიღებული არ არის და მათი პიროვნებებად წარმოდგენა მკრეხელობადაც მიიჩნევა. მზისა და მთვარისთვის ეკლესიას არ მიუნიჭებია საღმრთო სტატუსი, როგორც ეს ანტიკურ კულტურებში იყო მიღებული.


რჩება ასევე გავრცელებული ვერსია, რომ ხატის უცნობი ავტორი გვიყვება ჩვენთვის უცნობ ამბავს, რომ ქრისტეს ჯვარცმის დროს იქ მფრინავი თეფშები იყო და მათში გამოსახული სახეები იმას მიანიშნებს, რომ მათ ადამიანის მაგვარი პილოტები მართავდნენ. რადგანაც სვეტიცხოველი ხალხმრავალ ტაძარს წარმოადგენდა, ჩანს, რომ ეს ისტორია შენახული და ნებადართული იყო ადრეულ ეკლესიაში. სხვაგვარად ტაძრის შიგნით ასეთი ფრესკა ვერ მოხვდებოდა.


ანალოგიური ხატი (და არა ფრესკა) არსებობს კოსოვოში, ვისოკი დეჩანის მონასტერში, რომელიც დეჩანის მეფემ, წმინდა სტეფანემ ააგო 1335 წელს. აქაც ნაჩვენებია იესო ქრისტეს ჯვარცმა და კვლავ უკანა ფონზე ჩანს საფრენი აპარატები, რომელთაც ადამიანის მსგავსი არსებები მართავენ, მაგრამ აქ ისინი უკვე არა მხოლოდ სახეებით, არამედ მთელი ტანით არიან წარმოდგენილნი და მათი სხეულების დინამიკა პირდაპირ მიანიშნებს საფრენი აპარატის მართვაზე. მარჯვენა მხარეს გამოსახული პილოტი უკან იყურება და ხატის მარცხენა ნაწილში გამოსახულ პილოტს უყურებს. ამ ფიგურებსაც არა აქვთ ფრთები და შარავანდედები. როგორც სვეტიცხოველში, ასევე ვისოკი დეჩანის მონასტერში გამოსახულ ამ საფრენ აპარატებს სამი წვერისგან შემდგარი ერთნაირი ბოლოები აქვთ.


დღეს ჩვენ არ ვიცით, ვის აღნიშნავენ საფრენ აპარატებში მოთავსებული ეს უცნობი ფიგურები და რატომ გხვდებიან ისინი ხშირად მხოლოდ 1000-1300 წლების პერიოდის ხატწერაში ან რატომ წყდება ეს ტრადიცია მოგვიანებით.

მსგავსი შინაარსის რამდენიმე ნახატიც არსებობს, მაგალითად 1710 წლით დათარიღებული ჰოლანდიელი მხატვრის, რემბრანდტის მოსწავლის, არენტ დე გელდერის "ქრისტეს ნათლობა".


image


ამ ნახატზე იოანე ნათლისმცემელი ნათლავს იესოს მდინარე იორდანეში. ეს სიუჟეტი არაერთ მხატვარს აქვს დახატული, ხოლო დე გელდერის ნახატი იმით არის საინტერესო, რომ მასზე გამოსახულია ცაში მოთავსებული დიდი ზომის მფრინავი თეფში, რომელიც სინათლის ჭავლებს გზავნის ქვემოთ. დე გელდერი ელიტური მხატვარი იყო და მისი ეს ნახატი სერიოზულ გზავნილს წარმოადგენდა რელიგიის უცხოპლანეტელებთან კავშირზე.

ძალზე უცნაურად ჩანს, რომ საფრენი აპატარების გამოგონებამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე დახატული ეს ნახატი ზედმიწევნით ჰგავს მფრინავი თეფშების დღევანდელ ნახატებსა და ფოტოებს. ნუთუ დე გელდერს ვატიკანის არქივებში რაღაც ცოდნაზე მიუწვდებოდა ხელი, რის გამოც მას უცხოპლანეტელების და მათი ზეგავლენის სჯეროდა? არენტ დე გელდერის "ქრისტეს ნათლობა" ინახება კემბრიჯში, ფიტცვილიამის მუზეუმში.


სვეტიცხოვლის ფრესკა.


image

სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოსახული მფრინავი არსებები.


imageimage

ვისოკი დეჩანის ფრესკა კოსოვოში.


imageimage

0
413
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0