x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ამ ჯუნგლებში ერთი მეფეა!"
image

UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამოწვევა ესროლა მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს კრივში, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს. რუსმა მის წინააღმდეგ ბრძოლაში გასვლა შესთავაზა ამერიკელს.

"წინ, ფლოიდ! მზად ვარ ბრძოლისთვის: 50-0 27-0-ის წინააღმდეგ. ჩვენ არასოდეს წაგვიგია. რატომაც არა? მიდი! ამ ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა - ეს მე ვარ, რადგან შევძელი კონორის წაქცევა, მან - ვერა. მე ეს იოლად გავაკეთე", - თქვა ნურმაგომედოვმა. მან თავისი მენეჯერის დეჟუან ბლეიკის "ინსტაგრამის" მეშვეობით მიმართა ამერიკელს.


კრივის ლეგენდა, ფლოიდ მეივეზერი ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევას პასუხობს. ამერიკელი სპორტსმენი მზადაა, დაღესტნელ მებრძოლს დაუპირისპირდეს.


როგორც იცით, ნურმაგომედოვმა UFC-ში მაკგრეგორი დაამარცხა, რამდენიმე დღის წინ კი მეივეზერი გამოიწვია. მეივეზერმა გასულ წელს მაკგრეგორს კრივის წესებით მოუგო.

“CBS, Showtime და MGM, გაამზადეთ ჩეკები! შედით ლეონარდ ელერბის გვერდზე და ნახეთ, ხაბიბ ნურმაგომედოვი მიწვევს. მოდი, გავხადოთ ლას ვეგასი კვლავაც დიდებული!” – წერს მეივეზერი სოციალურ ქსელში.image

1
123
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთრინი
ქეთრინი
123
  
2018, 16 ოქტომბერი, 10:26
ამ ბრძოლას ვიხილავდი სიამოვნებით
0 1 1