x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მე ჩავიფსი“ - ლალი მოროშკინამ პროტესტის ნიშნად „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა - სკანდალური განცხადება
image


ლალი მოროშკინა მეგა შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ პროტესტის ნიშნად ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს და შენიშვნებს ღიად გამოხატავს:

.

"მე ჩავიფსი"- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში "გავუტარებ" ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე!
როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას(ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე, მე არ ვარ!!!


.
როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ! როდესაც ჩემი კოლეგის Tornike Kverenchkhiladze-ის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს, ხოლო მე ჩუმად ვარ - ვინ ვარ მე?

.
*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე-
დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!
* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!
* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!

.
ყველას დიდი მადლობა და ნახვამდის!

.
P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე... სე ლა...ვი“ - წერს მოროშკინა.

.

image

.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ პროექტის დაწყებამდე მოროშკინა აღნიშნავდა, რომ ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობა მისი მხრიდან ერთგვარი პროტესტი იქნებოდა.

.

„თავს უფლება მივეცი, მიმეღო მონაწილეობა ისეთ ამბიციურ პროექტში, როგორიც, "ცეკვავენ ვარსკვლავებია". ეს ჩემი სამოქალაქო პოზიცია და საპროტესტო მუხტია უსამართლობის წინააღმდეგ, ჩემი მხარდაჭერაა ჩვენი თაობის ქალბატონების, რომლებმაც საკუთარ მხრებზე, მძიმე ემიგრაციით და თავდაუზოგავი ბრძოლით დუხჭირ ცხოვრებასთან ჭიდილით მოიტანეს დღევანდელი საქართველო!

.
ჩემი პროტესტია ნარკომანიის და ერის გადაშენების წინააღმდეგ..
ჩემი გვერდში დგომაა ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც ომები, უსამართლობა და გისოსებიანი საქართველო გაიარა... ყოველი ჩემი საკონკურსო ცეკვა-კონკრეტული, თემატური პროტესტი იქნება!!!
შევხვდებით 8 ოქტომბერს იმედის არხზე!
ცეკვა-ბრძოლაა და არა გართობა!, “ - აღნიშნავდა მაროშკინა.

.

ამავე თემაზე: ლალი მაროშკინა: „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა ჩემი პროტესტია... ცეკვა - ბრძოლაა“

2
2194
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2194
  
2018, 16 ოქტომბერი, 14:59
საინტერესოა, არ მიყურებია ნამდვილად ვერ გავაკეთებ ჯერ კომენტარს , მაგრამ ლალის ხასიათი აქვს ძალიან კარგი დასაფასებელია ეს
2018, 16 ოქტომბერი, 12:07
ვინ მიგდია საერთოთ ეს თუთიყუში ჩეტკოევი? ქართული, რომ დავიწყებია და ინგლისური ვერ უსწავლია ხეირიანად!
მოსაბეზრებელია მისი სრულიად უაზრო "ოკეი"...
0 1 2