x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მილიონერმა კაცმა ვაჟისთვის შერჩეულ 14 წლის საცოლეზე თავად იქორწინა
პრაქტიკულად, თანამედროვე მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს მკაფიო და მკაცრი კანონები მინიმალური ასაკის მქონე მოზარდების ქორწინებაში შესვლაზე. საზოგადოება, რასაკვირველია, ასევე არ მიესალმება ხანდაზმულების ახალგაზრდებზე ქორწინების ფაქტს.



image


სამწუხაროდ, ასი წლის წინ არავინ იცოდა გარკვეული კანონებისა და აკრძალვების შესახებ, თუმცა ხალხი მაინც აღშფოთდა, როდესაც 50 წლის მილიონერი ედუარდ ბრაუნინგი მოზარდ გოგონაზე დაქორწინდა.


ფრენსის ჰინანი ისტორიაში შევიდა "ატმის" სახელით, რადგან ეს ზედმეტსახელი მას მეუღლემ შეარქვა. მშობლებმა ის 14 წლის ასაკში, 50 წლის ბიზნესმენს ცოლად, საკუთარი სურვილით გაატანეს. საზოგადოება შოკირებული იყო მომხდარით, ედუარდმა კი თავი იმართლა, რომ ფრენსისი მისი ნაშვილები ვაჟისთვის შეარჩია, თუმცა ერთი თვის შემდეგ გაირკვა, (ედუარდმა ოფიციალურად განაცხადა) რომ წყვილი თავად იყო ქორწინებაში.



image


შესაბამისმა ორგანიზაციებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება და ჩართეს საქმეში ბავშვთა უფლებების დამცველები, მაგრამ მალევე დაიხიეს უკან. მშობლებმა მაგნატს ხომ საკუთარი ხელით ჩააბარეს ქალიშვილი. გოგონაც ძალიან ბედნიერი იყო.



image




გარკვეული დროის განმავლობაში გაზეთები გადაჭარბებულად წერდნენ, მოტყუებით თუ როგორ გააბა საკუთარ ქსელში უდანაშაულო ბავშვი მილიონერმა კაცმა. მაგრამ, მოგვიანებით ხალხმა აზრი შეიცვალა და მიხვდნენ, რომ ფრენსისი სულაც არ იყო მსხვერპლი. ფრენსისი საზოგადოების წინაშე მუდამ ახალი ქურქით, სამკაულებით და კაბებით ჩნდებოდა, რაშიც მისი მეუღლე კოლოსალურ თანხებს ხარჯავდა.


image

imageimageimage



მოგვიანებით ჟურნალისტებმა გამოთვალეს, რომ ხანმოკლე ქორწინების დროს ედუარდმა ფრენსისს უყიდა 60 ცალი კაბა, 179 ცალი ბეწვის ქურქი, მრავალი კოლოფი შოკოლადი და ზღვა რაოდენობა ძვირფასი თაიგულების. გარდა ამისა, წყვილი ხშირად სტუმრობდა ძვირადღირებულ რესტორნებს, საკუთარი, ასევე ძვირადღირებული, როლს-როისის მარკის ავტომობილით.



მათი ოჯახური იდილია მალე დასრულდა. ისინი მაისში დაქორწინდნენ და ოქტომბერში დაშორდნენ. გოგონა ქმარს დაუნდობლობასა და ექსცენტრიკულ ქცევაში სდებდა ბრალს, რისი დამტკიცებაც ძალიან ადვილი გახდა. გარდა ამისა, ფრენსისი ამტკიცებდა, რომ ქორწინების წინ მილიონერის ახლობლებმა მას მჟავა შეასხეს სახეში, რის გამოც ფრენსისს დიდი ხნის მანძილზე უხდებოდა თაბაშირის ნიღბის ტარება.



image


აღნიშნულ ფაქტებზე, საზოგადოების რეაქცია იყო ცალსახა. როგორც იქნა, ედუარდს ჩამოეხსნა ვარდისფერი სათვალე. ფრენსისი კი გაჩერებას არ აპირებდა და ალიმენტის დანიშვნის მოტივით, სასამართლოსაც მიმართა. თუმცა, არ იცოდა, რომ ყოფილ მეუღლეს ასე მარტივად ფულს ვერ გამოსძალავდა. ედუარდის ჩვენებების საფუძველზე (ისინი არ ეყრებოდნენ და ცოლს უბრალოდ, დროებით სურდა ცალკე ცხოვრება) სასამართლომ მისი მხარე დაიჭირა და ფრენსისმა ფული ვერ მიიღო.


ფრენსისი არ დამწუხრებულა, მოკლე ქორწინებამ "დიდება" ხომ მოუტანა, ჰოდა, ისარგებლა სტატუსით და ძალიან მალე ვოდევილის სამსახიობო, წარმატებული კარიერა ააწყო. (ვოდევილი - მსუბუქი ხასიათის კომედიური პიესა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტრიგა, მოქმედების სწრაფი განვითარება, ანეგდოტური სიტუაციები, ხუმრობა, კალამბური, მოულოდნელი, მაგრამ კეთილი დასასრული, მუსიკის თანხლება, სასიმღერო კუპლეტები და ცეკვა).


image



ფრენსისი და ედუარდი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა რადგან ოფიციალურად არ განქორწინდნენ, რვა წელი ითვლებოდნენ ცოლ-ქმარდ, მანამ, სანამ ედუარდი არ გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ფრენსისი სამჯერ გათხოვდა.



"მამიკო და ატმის" სიყვარული ისე მოედო მთელს შტატებს, რომ ყველა მდიდარი მამაკაცი არიდებდა თავს მსგავს ქორწინებას, რათა ედუარდის შეცდომა არ გაემეორებინათ.


image




1
870
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
870
  
2018, 16 ოქტომბერი, 12:15
ხრონცი პედოფილი....
0 1 1