x
image
_K_
როგორ ცვლის უსახლკარო ცხოველებს ზრუნვა და სიყვარული
სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად 6.5 მილიონი ცხოველი ხვდება თავშესაფარში. არსებობს მიზეზები, რის გამოც პატრონი უარს ამბობს მათზე. ეს შეიძლება იყოს აგრესიული ქცევა, მოსალოდნელზე დიდი ზომა, ჯანმრთელობის პრობლემები და ა.შ. საბედნიეროდ, ყველა არ ფიქრობს, რომ ასეთი ცხოველების თავიდან მოშორება გამოსავალია. უარყოფილი ცხოველების ნახევარი (3.2 მილიონი) თავშესაფრიდან ახალ, თბილ სახლსა და მზრუნველ პატრონს პოულობს.


სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ცხოველს, რომლებიც თავშესაფრიდან აიყვანეს და მოვლის შემდეგ ძალიან შეიცვალნენ. ნახეთ, რა შეუძლია ზრუნვასა და სიყვარულს!








1.

რუთის ასაკს (16 წლის) ხელი არ შეუშლია ახალი პატრონებისთვის, თავშესაფარში მასზე შეეჩერებინათ არჩევანი და სიყვარული ეჩუქებინათ პატარა ქალბატონისთვის. შედეგი სახეზეა!

image








2.


რთულია, სიმპათია იგრძნოთ მარცხენა სურათზე მოცემული კატისადმი, რომელსაც ბინძური და სქელი ბეწვი აქვს. ასეთ დღეში ის მას შემდეგ ჩავარდა, რაც ალცჰაიმერით დაავადებულმა პატრონმა უარჰყო, თუმცა, მან ახალი, მოსიყვარულე სახლი იპოვა.

image








3.

ამ ძაღლის, სახელად ფროდოს ტრანსფორმაცია დაუჯერებელია! მისი ბეწვი, შინაგანი ძალა და ადამიანებისადმი ნდობა ცხოველების მხსნელმა - კლაუდია სიგურნიაკიმ აღადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ფროდოს მარჯვენა თვალის მოშორება მოუწია, მაინც კარგად გამოიყურება.

image








4.

ჰოლანდს გაუმართლა, რომ ერთ დღეს თავშესაფარ Trio Animal Foundation-ში აღმოჩნდა. პირველ რიგში, მას ბეწვი აღუდგინეს სრულად, შემდეგ კანი გაუწმინდეს ჩალურჯებებისგან, ჭრილობებისგან და სიმშრალისგან. ჰოლანდის გამოჯანმრთელება მალე არ მომხდარა, მაგრამ სიყვარულმა და ზრუნვამ ეს პროცესი უფრო გააადვილა.

image








5.

ემიმ და ოსკარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიცია ყველას დასახმარებლად არსებობს. ისინი ჩიკაგოს პოლიციამ იპოვა მიტოვებულ შენობაში და Trio Animal Foundation-ში მიიყვანა. როგორც ხედავთ, ზრუნვის შედეგი აშკარაა!

image








6.

სანგ სუს ბეწვის მოწესრიგებას 4 სამედიცინო პერსონალი და 2 საათი დასჭირდა. ის ძალიან შეშინებული იყო, რადგან არ იცოდა, რა ხდებოდა მის თავს. გარდა ამისა, სანგ სუს სმენასთან დაკავშირებითაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

image








7.

ამ ძაღლის ბედი გადაწყვეტილი იყო - ევთანზია (სასიკვდილო დოზით ნივთიერების შეყვანა მის ორგანიზმში). მაგრამ როცა ყველანაირი იმედი უკვე გადაწურული იყო, მისი ახალი პატრონი გამოჩნდა მხსნელად.

image








8.

საჭმელს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მას თუ მზრუნველი პატრონის სიყვარულიც ემატება, სასწაულები შეიძლება მოხდეს. ამ ძაღლს 8 თვე დასჭირდა, რომ ისეთი ბრწყინვალე ვაჟკაცი გამხდარიყო, როგორიც ახლაა.

image








9.

ცხოველები ყოველთვის საუკეთესოს ხედავენ პატრონში, მაშინაც კი, როცა მათი თვალები ისეთი წყლიანი და დაზიანებულია, როგორიც ამ პატარა კნუტის. დასანანია, რომ ბევრი ადამიანი ივიწყებს საკუთარ მოვალეობებს. მხოლოდ ერთი თვის მკურნალობა და კნუტი სამყაროს ისევ ისე ხედავს, როგორც ადრე!

image








10.

ნიგელი ერთ-ერთი იმ ძაღლთაგანია, რომელიც სითბომ და ზრუნვამ მთლიანად შეცვალა. საოცარია, სუფთა ბეწვი და სიხარულით მოციმციმე თვალები რა სხვანაირ შესახედაობას აძლევს ნებისმიერ ცხოველს.

image








11.

ვინ იფიქრებდა, რომ სათანადო ზრუნვით ასე შეიცვლებოდა ამ ძაღლის ბეწვი.

image








12.

აქ საქმე იმაშია, რომ როცა მომავალმა პატრონმა ეს ძაღლი ნახა, ის, ასე თუ ისე, კარგად იყო. თუმცა, როცა საბუთების გაფორმების შემდეგ სახლში მიიყვანა, ისეთი დაბეჩავებული და გულდაჩაგრული იყო, როგორსაც მარცხენა ფოტოზე ხედავთ. თუმცა, არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ზრუნვა და სიყვარული ვერ გამოასწორებს!

image








13.

როგორ შეიძლება, ასეთი მომნუსხველი თვალების მქონე კატა მიატოვონ? ეს გამოცანაა... თუმცა, ვიმეორებთ, სითბოსა და ზრუნვას ყველაფრის შეცვლა შეუძლია!

image








14.

ნოვას მიმღებმა ოჯახმა დიდი შრომა გასწია და ძაღლს ცხოვრება დაუბრუნა. სამწუხაროდ, ისინი ვეღარ ახერხებენ მის შეფარებას, მაგრამ ახლა უკვე ნოვას ასაყვანად მზრუნველი პატრონების რიგი დგას.

image








15.

სტინკიმ ცუდი სუნის მქონე 14 გამოფიტული კბილის გამო არ იცოდა, რას ნიშნავდა ზრუნვა და სითბო. ახალმა ოჯახმა მას სახელი შეუცვალა და მარნი დაარქვა. მას კბილები ამოუღეს და სუნიც გაქრა. თუ ამჩნევთ, მარნის ვესტიბულარული სინდრომიც აქვს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ის დღეს ნამდვილი ინსტაგრამ-ვარსკვლავია 2 მილიონი გამომწერით.

image


ამ ცხოველების ტრანსფორმაცია ნამდვილად გასაოცარია! ძალიან მოხარულები ვართ, რომ იპოვეს მოსიყვარულე ოჯახები და არასდროს აღარ მოუწევთ იმ უსამართლობასთან შეხვედრა, რაც ერთხელ უკვე გამოიარეს! თუმცა, გვახსოვდეს, რომ ქუჩებსა თუ თავშესაფრებში კიდევ უამრავი ცხოველია, რომლებიც მზრუნველ პატრონს ელოდებიან.

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გამოხატავს ძაღლი სიყვარულს - 11 აშკარა ნიშანი

image


2. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლებს ცუდი ადამიანების ცნობა შეუძლიათ

image


3. 10 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიში მსოფლიოში
image

1
338
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
338
  
2018, 16 ოქტომბერი, 20:09
თბილი სტატიიააააა ძალიან
0 1 1