x
image
alex999
Mediator image
მამაკაცმა 100 დოლარად ქოხი იყიდა, შემდეგში მან ქოხი საოცრებად გადააქცია...

რიჩარდ აიკენმა შეიძინა მოძველებული ქოხი, ტყესთან ახლოს. ის ყოველთვის ოცნებობდა, ეცხოვრა ბუნების შუაგულში და ამის შანსი მას მხოლოდ 100 დოლარად მიეცა. აქამდე, მან რამოდენიმე ვერსია განიხილა, თუმცა ყველა ვარიანტი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.


image


მოულოდნელად რიჩარდის განცხადებას მისურის შტატიდან მამაკაცი გამოეხმაურა, მან აჩვენა ქოხი მსურველს და არაფრის სანაცვლოდ, კეთილისინდისიერად აჩუქა რიჩარდს. რიჩარდი მამაკაცის საქციელით გაოცებული დარჩა და მას სიმბოლური თანხა - "100 დოლარი" უსაჩუქრა.


საჭირო საბუთების გასწორების შემდეგ, რიჩარდმა მეგობრების და ოჯახის წევრების დახმარებით დაიწყო ქოხის რეკონსტრუქცია. რამოდენიმე კვირაში ქოხი ნამდვილ საოცრებად გაქდააქციეს...


ტყის შუაგულში მდებარე ქოხში 1990 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, შიგნიდან ნამდვილი სანაგვე იყო. რიჩარდმა რეკონსტრუქცია გარედან დაიწყო, პირველ რიგში, ეზოდან მოაცილა ზედმეტი ხეები, რომლებიც უკვე უვარგისი იყო. შემდეგ სახლის შიდა ნაწილის რეკონსტრუქცია დაიწყო, მას ოჯახის წევრები და მეგობრებიც თავდაუზოგავად ეხმარებოდნენ. მათ ეზოში ხელოვნური ტბის მოწყობაც კი მოახერხეს. ამ ყველაფრის შემდეგ, სახურავი გამოცვალეს და ქოხის ქვეშ სარდაფიც გათხარეს. რიჩარდს ბუნებისთვის ზიანის მიყენება არ სურდა და ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლები ხე მოეჭრა.


image


ქოხი გარედან დიდად არ შეცვლილა, თუმცა შიგნიდან ნამდვილი საოცრება წარმოიქმნა. ლამაზი ქვის ბუხარი, ხის კიბეები, ლამაზი ხალიჩა და შესანიშნავი დიზაინით დამზადებული რკინის კარ-ფანჯრები სახლს ორმაგ სილამაზეს აძლევენ.


რიჩარდი კვირის მხოლოდ 2 დღეს ატარებს ქოხში, რადგან მისი სამსახური არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველდღე მივიდეს თავის პატარა "სამოთხეში". თუმცა "უიქენდს" რიჩარდის ოჯახი ფაქტიურად ამ ქოხში ატარებს. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში მისი მეგობრებიც ააშენებენ მსგავს ქოხებს რიჩარდის მეზობლად და საერთო გარემოში ერთად იცხოვრებენ.













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}



1. ხელოვნური ინტელექტის რობოტების მიერ წარმოთქმული 3 შემზარავი წინადადება

2. მსოფლიო ისტორიის ყველაზე მდიდარი 12 ადამიანი!

3. "ორ წელიწადში ჩვენ თქვენზე მეტი ვიქნებითო" - რას წერს სოსო მანჯავიძე თავის facebook გვერდზე?

4. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ომი - გრენლანდიამ მსოფლიოს საფრთხის შესახებ ამცნო!

5. ერთადერთი კომუნისტური ქვეყანა მსოფლიოში - "კუბა" -ყველაფერი რაც კი დღემდე არ იცოდით !






0
2514
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0