x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის განცხადებით, ხაბიბი ორთაბრძოლის დამთავრების მერე ჩხუბისათვის დაისჯება

image ცნობილი დაღესტნელი მებრძოლის, ჯერჯერობით დაუმარცხებელი ხაბიბ ნურნაგომედოვის მამის განცხადებით, მისი შვილი აუცილებლად დაისჯება.
აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა, რომელიც "UFC" ვერსიით ჩემპიონის ხაბივ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთვნელია გააკეთა კომენტარი მაკრეგორსა და მის შვილს შორის ორთაბრძოლის მერე გამართულ ჩხუბზე და ამ ჩხუბში მისი შვილის მონაწილეობაზე.
როგორც იცით ინციდენტი და ჩხუბი დაიწყო ორთაბრძოლის დამთავრებისთანავე, როცა დაღესტნელი მებრძოლი მაკგრეგორის გუნდიდან ვიღაცასთან წაკინკლავდა, ხაბიბი საბრძოლო მოედნის კედელს გადაახტა და ჩხუბში ჩაერთო, რამაც მასიური არეულობა გამოიწვია და ჩხუბში ორივე მხარე ჩაერთო, საბედნიეროდ ჩხუბის შეჩერება მოხერხდა. ამის შემდეგ კი "UFC"-ის ხელმძღვანელმა დეინა უაიტმა მაკგრეგორის მხარე გააფრთხილა ხოლო ხაბიბის ჰონორარი გაყინა.
ხაბიბის მამამ, რომელიც როგორც მოგახსენეთ მისი მწვრთვნელიცაა განაცხადა: "მე გავატარებ უფრო მკაცრ სანქციებს, ვიდრე ეს გააკეთა "UFC"-ის ხელმძღვანელობამ. რადგან აუცილებელია სპორტში იყოს წესრიგი და დისციპლინა და ნებისმიერი მებრძოლი ტიტულოვანი იქნება ის თუ ნაკლებად ცნობილი დაექვემდებარება ამ წესრიგს. რინგზე საბრძოლო წესებით დაშვებული ნორმის ფარგლებში შეგიძლია ყველაფრის გაკეთება, მაგრამ რინგის გარეთ-შენ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი მოქალაქე და ვალდებული ხარ მშვიდად იყო"!
სახალისო მომენტების ნაკრები ხაბიბის მონაწილეობით
+16

0
256
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0