x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იემენელმა ამბოხებულებმა საუდის არაბეთის არმიის ტანკი " M1A2S Abrams "-ი ააფეთქეს ეკიპაჟის შეცდომის გამო

image ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც იემენელ ამბოხებულებს, რომლებსაც "ჰუსიტების" სახელით იცნობს საზოგადოება-საუდის არაბეთის არმიის კუთვნილი მძიმე ტანკი " M1A2S Abrams"-სი გამოყავთ მწყობრიდან.
საუდის არაბეთის არმია ბრწყინვალედაა შეიარაღებული, რასაც ვერ ვიტყვით ამ არმიის მომზადებაზე. ელემენტარული ცოდნაა საჭირო, რომ იცოდე-მთიან რეგიონში მთაზე აყვანილი ტანკი, რომელსაც ქვეითები და ავიაცია არ უჭერს მხარს იოლი სამიზნეა და სწორედ ამით ისარგებლეს ამბოხებულებმა, რომლებსაც პირადად "ფლოსტებიან მებრძოლებს" ვეძახი, რადგან მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოებში მათ შორის ქართული წარმოების "დიდგორი მედევაკის" დაწვისას მებრძოლების უმეტესობას "ფლოსტები" ეცვა ფეხებზე.
საუდის არაბეთის კუთვნილ ტანკზე შეტევა განხორციელდა საუდის არაბეთის სამხრეთით, ტანკი აწარმოებდა საუდის არაბეთის მიმდებარე იემენის ტერიტორიის მიმართულებით სროლას.
ერთერთ სიმაღლეზე ასვლისას საუდის არაბეთის ტანკი იქნა დაზიანებული. ტანკი მიუახლოვდა საუდის არაბეთის არმიის ერთერთ ბლოკპოსტს, სადაც მას ასე ვთქვათ დაეწია "ჰუსიტების" მიერ ნასროლი უცნობი წარმოების, სავარაუდოდ მართვადი რაკეტა.
ტანკი დაზიანების მომენტში გაჩერებული იყო და მეტყვიამფრქვევე ახორციელებდა მიმდებარე ტერიტორიების დამუშავებას, რაც ტანკის მეთაურის შეცდომა იყო, რადგან ტანკი პრაქტიკულად ღია ადგილზე იმყოფებოდა.
უნდა ითქვას აღნიშნული ტანკის სასახელოდ, რომ ტანკის ჯავშის მთლიანობა არ დაღვეულა და ეკიპაჟმა ტანკიდან ამოსვლა მოასწრო, თუმცა "ფლოსტებიანმა ჰუსიტებმა ისინი დაცხრილეს (ვიდეოს ნახვისას ნახავთ თუ როგორ "დატანტალებენ ჰუსიტები ფლოსტებით).
მე არა ვარ კომპეტენტური მძიმე ტექნიკასთან მიმართებაში, მაგრამ ვვარაუდობ- რაკეტის მოხვედრისას ტანკის ლიუკები ან რომელიმე ლიუკი იყო ღია და სწორედ იქიდან მოხვდა ცეცხლის ალი ტანკის შიგნით.
ტანკის დაზიანების მერე "ჰუსიტებმა" შეუტიეს საუდის არაბეთის არმიის ბლოკპოსტს, საუდელი მებრძოლების ნაწილი მანქანებით გაიქცა, ნაწილი კი "ჰუსიტებმა" გაანადგურეს და პლოკპოსტი მთლიანად აიღეს, დაზიანებულ ტანკში კი აალებადი მასალა ჩაყარეს ცეცხლის გასაღვივებლად და ტანკის მთლიანად "ამოსაბუგად".
ტროფეის სახით კი "ფლოსტებიანმა ჰუსიტებმა" საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი გააყოლეს ხელს.
+16

0
608
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0