x
image
_K_
30 უცნაური კანონი, რომელიც აშშ-ში დღესაც არსებობს
image

იცოდით, ტენესის შტატში სკოლაში მოსწავლეებს ხელების ჩაკიდება ეკრძალებათ, არიზონაში კი მართვის მოწმობის ფოტო შეგიძლიათ თავსაწურით გადაიღოთ. ფიქრობთ, რომ ეს ხუმრობაა? არა. აშშ-ის შტატების უმრავლესობაში ექსცენტრიული კანონები დღესაც არსებობს.







კალიფორნია: თუ ბაყაყი ბაყაყების ხტუნვაში შეჯიბრისას მოკვდება, მისი ჭამა აკრძალულია.

image







ფლორიდა: ბარებში, რესტორნებში ან სხვა ადგილებში, სადაც ლიქიორს ყიდიან, ჯუჯების სროლაში მონაწილეობა ან ნებართვის გაცემა 1000 დოლარით ჯარიმდება.

image








ჯორჯია: ადამიანებს, რომლებიც ლამასნაირთა მონაწილეობით მართავენ ჯირითს ან ატარებენ ტრენინგებს, ცხოველის დაშავების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრებათ.


image








ალაბამა: კონფეტის (ქაღალდის პატარა ფერადი ნაჭრები, რომელსაც სადღესასწაულო წვეულებბებზე გამოიყენებენ) გამოყენება აკრძალულია.

image








ალასკა: ალასკაში ბარში დალევა შეგიძლიათ, მაგრამ შემდეგ სიმთვრალისთვის დაჯარიმდებით.

image








არიზონა: ნებართვის გარეშე ღორების გამოკვება აკრძალულია.

image







არკანზასი: პინბოლის მანქანაზე მოთამაშეს თამაში ეკრძალება, თუ 25-ჯერ ზედიზედ მოიგებს.

image








ილინოისი: რეპტილიების გამყიდველმა მომხმარებელს აუცილებლად უნდა ურჩიოს, რომ ქვეწარმავლებს არ აკოცოს.

image








ინდიანა: შიშველი ხელებით თევზის დაჭერა აკრძალულია.

image








კენტუკი: საჯარო მოხელეებს და კანონმდებლებს ევალებათ, დადონ ფიცი და განაცხადონ, რომ არასდროს მიიღებენ მონაწილეობას დუელში, რომელშიც მომაკვდინებელი იარაღი იქნება გამოყენებული.

image








მასაჩუსეტსი: ეროვნული ჰიმნის დაკვრა ან სიმღერა არამთლიანად ან მისი გამოყენება საცეკვაო მუსიკად აკრძალულია და ისჯება ჯარიმით, არა უმეტეს 100 დოლარისა.

image








მიჩიგანი: მანქანების გაყიდვა კვირა დღეს აკრძალულია.

image








მისური: თუ ხარი 3 დღეზე მეტხანს უაზროდ ირბენს, ნებისმიერ ადამიანს ეძლევა მისი კასტრირების უფლება.

image








მონტანა: ცხოველების რკინიგზაზე გაყვანა და გასეირნება რკინიგზის დაზიანების მიზნით, ისჯება 50 000 დოლარის ოდენობის ჯარიმით, პატიმრობით არა უმეტეს 5 წლისა და სხვა შეზღუდვებით.

image








ნევადა: რენტგენის აპარატის გამოყენება ადამიანის ფეხის ზომის გასაგებად აკრძლულია.

image








ნიუ ჰემფშირი: ღამით ზღვის მცენარეების ტარება ან შეგროვება არალეგალურია.

image








ნიუ ჯერსი: ძარცვის დროს ტყვიაგაუმტარი ტანსაცმლის ტარება აკრძალულია.

image








ნიუ იორკი: საჯარო სივრცეში ნიღბის ტარება და შეკრება კრიმინალად მიიჩნევა.

image







ჩრდილოეთ კაროლინა: ბინგოს თამაში 5 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.

image








ოჰაიო: მიწისქვეშა სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ტუალეტები აღჭურვილი უნდა იყოს "ადეკვატური რაოდენობის" ტუალეტის ქაღალდით.

image







როტ-აილენდი: პროფესიული თამაშების კვირაობით თამაში, ყინულის პოლოსა და ჰოკეის გარდა, მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის ქონის შემთხვევაშია დაშვებული.

image








სამხრეთ კაროლინა: კვირაობით მუსიკალური ინსტრუმენტების გაყიდვა აკრძალულია.

image








სამხრეთ დაკოტა: ფერმებერს მზესუმზირის ნათესების დასაცავად ასაფეთქებელი ნივთირებებისა და ფეიერვერკების გამოყენება შეუძლიათ.

image







ტენესი: სკოლაში მოსწავლეებს ხელების ჩაკიდება ეკრძალებათ.

image








ვერმონტი: სარეცხი თოკი განმარტებულია განახლებად ენერგიის წყაროზე დაფუძნებულ რესურსად, ამიტომ მისი აღკვეთა არ შეიძლება.

image








ვაშინგტონი: ვაშინგტონში დიდტერფასა და სხვა აღმოუჩენელი ქვესახეობების შეწუხება ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება.

image






ბონუსი: გიჟური რამეები, რისი გაკეთებაც აშშ-ში კანონიერად შეგიძლიათ

image

არიზონაში მართვის მოწმობის სურათში თავზე წვენსაწურის ტარება დასაშვებია.

image








აშშ-ში 9 შტატის კანონის მიხედვით, დათვის შინაურ ცხოველად ყოლა დასაშვებია.

image








შეგიძლიათ, მანქანა შიშველი ფეხებით ატაროთ.

image








აშშ-ის ყველა შტატში ტანკის ფლობა ნებადართულია.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 უჩვეულო და საინტერესო ფაქტი სამეფო ოჯახის შესახებ

image


2. 28 უცნაური რამ, რასაც მხოლოდ აზიაში შეხვდებით

image


3. ეს მხოლოდ რუსეთში ხდება - 20+ საინტერესო ფაქტი

image

0
1340
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0