x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
25 წლის ქალს საკუთარი შვილები, ხუთი და 6 წლის გოგონები მიყავდა ასაკოვან მამაკაცებთან და ამაში ფულს იღებდა

image ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინო ადამიანმა, მაგრამ ის რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
მისურის შტატში ქალაქ ფულტონში 25 წლის მორგან სამელინს, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს საკუთარი ხუთი და ექვსი წლის გოგონები მიყავდა მოხუცებულთა სახლებში, სადაც დეგრადირებული და ასაკოვანი, ადამიანის გარეგნობის "ცხოველები" ფულის სანაცვლოდ აუპატიურებდნენ ბავშვებს-იუწყება " USA.one".
ფულტონის მხარის პროკურტურის მონაცემებით დედამ ფულის სანაცვლოდ რამდენიმეჯერ მიიყვანა ბავშვები სხვადასხვა მამაკაცთან. ერთხელ დედამ გოგონები მიიყვანა 78-ი წლის რიჩარდ ოფისთან. მოხუცმა ერთერთი და გააუპატიურა და დედამისს 100 დოლარი გადაუხადა.
ბავშვებმა გამოკითხვისას ასევე გაიხსენეს შემთხვევა, როცა დედამ ისინი მიიყვანა-მოხუცი, მარტოხელა მამაკაცის სახლში (გამოძიებამ დადგინა, რომ ეს იყო ალფრედო ტრეხო), სადაც მამაკაცმა 100 დოლარის სანაცვლოდ ორივე ბავშვი გააუპატიურა.
ორივე მამაკაცი დაადანაშაულეს არასრულწლოვანი ბავშვების გაუპატიურებაში და გარყვნილ ქმედებაში, ფულის სანაცვლოდ არასრულწლოვნების სექსუალური სახის ექსპლუატაციაში. რიჩარდ ოფისს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა და დამატებით 146 წლით თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის გასაჩივრების შეზღუდვით და შეწყალების საშუალების მოხსნით.
ალფრედო ტეხოსაც მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს და დამატებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთაც, ასევე შეწყალებისა და გასაჩივრების საშუალების მოხსნით.
სასამართლოში "ურჩხულმა" დედამ აღიარა დანაშაული და დაადასტურა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდება, რომ ექსპლუატაციას უწევდა საკუთარ შვილებს, რათა სექსუალური სახის მომსახურების სანაცვლოდ მიეღო გარკვეული რაოდენობის თანხა.
დედასაც მუდმივი პატიმრობა ემუქრება დედობის უფლების სამუდამო ჩამორთმევით.

4
1593
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1593
  
2018, 15 ოქტომბერი, 19:28
ეს ის შემთხვევაა, როცა დამნაშავის სასიკვდილო განაჩენს მხარს დავუჭერდი...
2018, 15 ოქტომბერი, 19:01
მეც ამ აზრზე ვარ, მაგრამ აღნიშნულ შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია...
2018, 15 ოქტომბერი, 18:57
ასეთი დედა სიკვდილით უნდა დაისაჯოს! მეტს ვერაფერს ვიტყვი.
0 1 4