x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სუდანელ ნურუ ჰუსეინს, რომელმაც გაუპატიურების გამო ქმარი მოკლა არ ჩამოახრჩობენ, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა დაეკისრა

image სუდანელმა კაცმა, რომლის ოჯახიც ისლამური აღმსარებლობისაა, 15 წლის ქალიშვილი ძალით მიათხოვა ასაკით უფროს მამაკაცს ფულის სანაცვლოდ.
საბედნიეროდ მოზარდმა ქორწილიდან გაპარვა მოახერხა და საკუთარი დეიდის ოჯახში მშობლებისაგან მალულად იმყოფებოდა 3 წლის მანძილზე.
ოჯახმა შესძლო მიეგნო გაქცეული შვილისათვის და ის იძულების წესით მიიყვანეს ქმრის ოჯახში, სადაც ნურუ პირველივე ღამეს ქმარმა ძალით, ოჯახის წევრების მიერ ნურუს გაკავების მერე გააუპატიურა.
როცა მეორე ღამესაც სცადა გოგონას გაუპატიურება ქმარმა, ნურუმ თავის დასაცავად დანა მოიშველია და ქმარი სასიკვდილოდ დაჭრა, თავად კი გაქცევა მოახერხა და თავშესაფრის მისაღებად მშობლების სახლს მიაშურა.
მშობლებმა კი პრობლემებისაგან თავის ასარიდებლად ის პოლიციას ჩააბარეს.
სასამართლომ მოკლულის ოჯახის წევრების და ნათესავების კატეგორიული მოთხოვნით ნურუს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, გოგონა უნდა ჩამოეხრჩოთ.
გამოტანილმა განაჩენმა სუდანში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რასაც მსოფლიოში მოჰყვა გამოხმაურება, გაეროს ადამიანების უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ კი კატეგორიულად მოსთხოვა სუდანის ხელისუფლებას გადაეხედათ განაჩენისათვის.
საბედნიეროდ გოგონას ადვოკატებმაც მოასწრეს სასამართლოს განჩინების გასაჩივრება და სასიკვდილო განაჩენის აღსრულება ვერ შედგა.
მოკლულის ოჯახის წევრები და ნათესავები არ შეურიგდნენ განვითარებულ მოვლენებს და ხელახლა მოითხოვეს სიკვდილით დაესაჯათ ნურუ, თუმცა ნურუს ადვოკატებმა აქაც იყოჩაღეს და სასამართლოს წარუდგინეს კომპეტენტური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ნურუს ქმართან პირველი ღამის ურთიერთობისას მასზე ქმარმა იძალადა ფიზიკურად, ხოლო ფეხებზე და ხელებზე დაფიქსირებული ნაჭდევები ადასტურებდა ნურუს ნათქვამს, რომ ის ქმრის ოჯახის წევრებმა დააკავეს და დააბეს, რათა მას არ შესძლებოდა გაეწია წინააღმდეგობა ქმრისათვის გაუპატიურების პროცესში.
მსოფლიოს მაშტაბით მილიონ 400 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას "სამართლიანობა ნურუს მიმართ".
ორგანიზაცია " Amnesty International"-მა კი ფართომაშტაბიანი კამპანია წამოიწყო ნურუს დასაცავად.
საზოგადოების და გაეროს ორგანიზაციების მოთხოვნის და ჩარევის შედეგად, ნურუს სასიკვდილო განაჩენი ჩამოხრჩობით შეუცვალეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და სუდანელისათვის მაღალი ჯარიმით 337 სუდანური ფუნტი, რაც 18 ათას 400 აშშ დოლარია.
საზოგადოებამ ჯარიმის ფულიც გადაიხადა, რომელიც ნურუს ქმრის ოჯახს გადაეცა საკომპენსაციოდ.
ნურუ კი ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლისთანავე შეისწავლის იურისპრუდენციას და მასავით დაჩაგრული მოზარდების და ქალების უფლებებს დაიცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ციხეში ნურუს მთელი ციხე ადმინისტრაციით დაწყებული და პატიმრებით დამთავრებული თანაუგრძნობდა.
imageimageimageimageimage






2
236
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
236
  
2018, 15 ოქტომბერი, 15:58
ასეთი ცხოველი როგორ უნდა იყოს მშობელი, ჩემთვის გაუგებარია :(((
2018, 15 ოქტომბერი, 15:25
აი მშლობლებიც ეგენი ყოფილან:(
0 1 2