x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ქართველი სტუდენტების გამოგონება - საათი, რომელიც ჰაერის დაბინძურებას და ტემპერატურას ზომავს

image


.

ქართველმა სტუდენტებმა პირველებმა შექმნეს ადგილობრივი წარმოების საათი Airadi, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ზომავს. გამომგონებლების მტკიცებით, Airadi ჭკვიანი მაჯის საათია, რომელიც ჰაერის დაბინძურების, ტემპერატურისა და ტენიანობის შესახებ აძლევს მომხმარებელს ინფორმაციას.
.
როგორც გაზეთი „რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში იტყობინება, პროექტზე მუშაობა სამი თვეა უკვე მიმდინარეობს, შექმნილია პროდუქტის პროტოტიპი და დიზაინი. სტარტაპმა ასევე ჩაატარა ბაზრის კვლევაც. სტარტაპში ამბობენ, რომ პროდუქტის დახვეწასა და სერიულ წარმოებაში ჩაშვებას გეგმავენ.
.
Airadi Social Impact Award-ის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპია. მათ პრიზის სახით – 2000 ევრო გადაეცათ. როგორც სტუდენტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ჯილდოს სახით მიღებულ თანხას ისინი პროტოტიპის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად გამოიყენებენ.
0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0