x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გარინჩას მსოფლიო რეკორდი

image




















მანუელ ფრანცისკო დოს სანტოს (Manuel Francisco dos Santos) დაიბადა 1933-ი წლის 28 ოქტომბერს. ცნობილი როგორც გარინჩა, ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა 1958-1962 წლებში. მან მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. გარინჩას დაბადებისას ორივე ფეხზე ნაკლი ჰქონდა: მარცხენა ფეხი შიდა მოღუნვით, ხოლო მარჯვენა ფეხი კი ექვსი სანტიმეტრით მოკლე იყო გარე მოღუნვით, მიუხედავად ამისა იგი დღემე ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად ითვლება. გარინჩაზე არაერთი სიანტერესო და გასაოცარი ისტორია არსებობს, ტუმცა ამ სტატიაში მე მოგიყვებით, თუ როგორ დაამყარა გარინჩამ მსოფლიო რეკორდი ბურთის ფლობის საუკეთესო დროის მაჩვენებლით. 1962-ი წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარდინალში ბრაზილია იტალიას ხვდებოდა, ტაბლო საყაიმო ანგარიშს 0:0-ს აჩვნებდა, თამაშის დასრულებამდე სულ რაღაც ნახევარი საათიღა რჩებოდა, ბურთი გარინჩას მიუვიდა, მან თავისი საოცარი ტექნიკის ხარჯზე, იტალიელთა დაცვის მოტყუება შეძლო და მეკარესთან პირისპირ გავიდა, სტადიონი ახმაურდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, გარინჩა უკან შემოტრიალდა და მეტოქის საჯარიმოს ხაზამდემდე დაიხია, გარინჩამ ისევ მეტოქის კარისაკენ დაიწყო მოძრაობა, დაბნეულმა იტალიელებმა, ვერაფერი გააწყვეს გარინჩას წინააღმდეგ და საბოლოოდ გარინჩა ისევ მეკარესთან პირისპირ დარჩა, მთელმა სტადიონმა გოლის აღნიშვნა დაიწყო, თუმცა რამოდენიმე წამში ყველა დადუმდა როცა გარინჩა ისევ უკან შემოტრიალდა, ამის დანახვაზე ბრაზილიელთა მთავარ მწვრთნელს გული წაუვიდა, დაბნეული იტალიელი მცველები და სასოწარკვეთილი გულშემატკივარი გაოცებული უყურებდა გარინჩას მოქმედებებს, მაგრამ გარინჩას ბურთი არ დაუკარგავს, მან ისარგებლა ამით და დაბნეული იტალიელები კიდევ ერთხელ მოატყუა და ისევ მოახერხა მეკარესთან პირისპირ გასვლა, სტადიონი ისევ ახმუარდა, ამჯერად გარინჩამ დაარტყა, მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა და ისე გაეხვა კარის ბადეში, საბოლოოდ ამ ანგარიშით მოიგო ბრაზილიამ ის თამაში და ფინალში გავიდა, თამაშის შემდეგ მოსულიერებულ ბრაზილეთა მწვრთნელს ახარეს, რომ მისი გუნდი ფინალში გავიდა და ისიც უთხრეს რომ გამაჯვების გოლი გარინჩამ გაიტანა, თუმცა ამაზე მწვრთნელს არანაირი რეაქცია არ ჰქონია და დაუყონებლივ მოითხოვა გარინჩას მოყვანა, როდესაც მწვრთნელს შეუსრულდა ეს მოთხოვნა, გაბრაზებულმა ჰკითხა, თუ რატომ შემოტრიალდა მეტოქის საჯარიმოდან 2-ჯერ და რატომ არ დაარტყა ხელსაყრელი პოზიციიდან, გარინჩამ კი უპასუხა:"პელეს დავენიძლავე თამაში წინ 2 ბაკალ ლუდზე, რომ მეკარეს ფეხებს შორის გავუძვრენდი ბურთს და გოლს ისე გავიტანდი, იმ 2 მომენტში კი არ გაშალა მეკარემ ფეხები" სწორედ ამ წელს გახდა ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი, გარინჩამ კი რეკორდი დაამყარა, სამწუხაროდ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, თუმცა მიახლოვებით როგორც ცნობილია, 3-4-ი წუთის განმავლობაში გარინჩას ბურთი არ დაუკარგავს. ამ წელს გარინჩა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


image

გარინჩა 1983-ი წლის 20 იანვარს გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზად, ალკოჰოლიზმი და ნერვული სისტემის მოშლილობა დასახელდა.

2
952
3-ს მოსწონს
ავტორი:W.T.F
W.T.F
952
  
2012, 8 ივლისი, 17:21
გაიხარე, შევეცდები კიდევ დავდო ესეთი სტატიები, და არამარტო ესეთები :))
2012, 8 ივლისი, 15:41
ყოჩაღ ავტორ ძალიან მომეწონა სტატია. არცერთი შეცდომა არ იყო ფაქტიურად. თან კარგი ისტორია იყო. თუ ასეთ ისტორიებს ნახავ ასეთ დიად ფეხბურთელებზე დადე. ალბათ ყველას უყვარს ასეთი სტატიების წაკითხვა. მინდოდა, რომ არ დამთავრებულიყო სიახლე.
0 1 2