x
მეტი
  • 22.11.2018
  • სტატია:82969
  • ვიდეო:334284
  • სურათი:440637
ჰაკერები პორნოს მოყვარულებს ფულს სძალავენ

image

დიდ ბრიტანეთში რამდენიმე მოქალაქე გახდა ჰაკერი-შანტაჟისტის მსხვერპლი, ისინი იმუქრებოდნენ, რომ გაავრცელებდნენ პირად ვიდეოჩანაწერს მათი მონაწილეობით. როგორც BleepingCompute იუწყება, დამნაშავეებმა რამდენიმე ათასი დოლარის ხელში ჩადება მოახერხეს.


გამომძალველებმა მომხმარებლების ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნეს მუქარის შემცველი წერილები, სადაც ეწერა, რომ მისი კომპიუტერი გატეხილია. ჰაკერები ამტკიცებდნენ, რომ მათ ჰქონდათ ჩანაწერი ვებ-კამერიდან, სადაც ჩანს იუზერი, რომ პორნოსაიტს უყურებს. ვინც წამოეგებოდა ანკესზე, შეთავაზება იყო, გადაეხადათ ბიტკოინებში.


ორ დღეში(10-11 ოქტომბერს) შანტაჟისტებმა ჩაიჯიბეს 2, 3 ათასი დოლარი, ჯერჯერობით კიბერდამნაშავეების შესახებ არაფერია ცნობილი, ხოლო მათი "მოღვაწეობა" შეწყდა.


ადრე ჰაკერთა ჯგუფმა იდენტური მეთოდით ჰოლანადიაში მოსახლეობისგან 40 ათასი ევროს გამოძალვა მოახერხეს.


ამა წლის აგვისტოში ჰაკერებმა ფიასკო განიცადეს, როდესაც ცდილობდნენ 82 წლის პიარის ოსტატისგან, ედ ეისენისგან(Ed Eisen) 7 ათასი დოლარის გამოძალვას. ჰაკერები მოხუცს ემუქრებოდნენ, რომ აქვთ ვებ-კამერის ვიდეოჩანაწერი და ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში ჩანაწერს ნათესავებს და მეგობრებს გაუგზავნიდნენ, აგრამ ეისენმა მშვიდად განუცხადა, რომ იგი საერთოდ არ უყურებს პორნოფილმებს.



0
115
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0