x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ანდრე ხობწყარელი ,,მადლობა, ბატონო ჯუმბერ”

imageჩვენმა დიდმა პოეტმა, ბუნების მგოსანმა ვაჟამ-ფშაველამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერა, რომ: “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”. კაცობრიობის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო შურის, ღვარძლისა და გაუტანლობის სენი. ადამიანი ცდილობდა და ცდილობს ჩაძიროს და ბოლო მოუღოს თავისზე წარმატებულ პიროვნებას, რომელმაც მიაღწია იმას, რასაც თვითონ ვერ შეწვდა. ასეთი დამოკიდებულების გამო სამყაროს ბევრი დიდი ადამიანი დაუკარგავს და მხოლოდ მათ ნაწილს თუ მოუხერხებია მოშურნეთა ინტრიგებისგან თავის დაღწევა, ამიტომ არის, რომ პატიოსანი და სამართლიანი ადამიანები ყოველთვის უამრავი მტრით არიან გარშემოტყმულნი.


ეს არ არის ბლოგი ადამიანურ მორალზე, არც პოლიტიკაზე რომელიც ბოლო ოცთახუთი წელია ახდენს ჩვენი ტვინი მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას, ეს არის ბლოგი ადამიანზე რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება თავის სამშობლოს საქართველოს, ვერ აიტანეს მტრებმა საზოგადოების ასეთი დიდი სიყვარული თქვენდამი, ვერ აიტანეს მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში გაზრდილი ადამიანის წარმატება, ვერ აიტანეს ის რომ მათქან განსხვავებით საქმეს აკეთებდით და არ საუბრობდით მათ მსგავსად ტელევიზიის ეთერებში, პიარისთვის.


არჩევნები ახლოვდება და მატულობს პოლიტიკური დაძაბულობა, საზოგადოებაში თავისი წარსულის გამო დისკრიმინირებული ძალები ცდილობენ ლაფში გასვარონ ადამიანები რომლებიც საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ და მათი დისკრედიტაციის გზით ნახონ სარგებელი, დიახ ბატონებო სწორედ ამიტომ დადგეს ეს შოუ ბოროტმა “რეჟისორებმა” … რეჟისორებმა რომლებიც 9 წელი ადამიანი პირადი ცხოვრების კინომატოგრაფიით იყვნენ დაკავებულნი…. როგორ ფიქრობთ რეალური ფაქტის არსებობის შემთხვევაში გაუჭირდებოდათ ასეთ გამოცდილ რეჟისორებს და ოპერატორებს დაეფიქსირებინად უაქციზო სიგარეტის ყიდვის ეპიზოდი? რათქმაუნდა არ გაუჭირდებოდათ… სწორედ ფაქტის რეალურად არ არსებობის გამო, გახდა საჭირო ვიდეოში ფოკუსის ელემენტების შეტანა.


სამშობლოსადმი პატრიოტიზმი თითოეული ჩვენთაგანისაგან მოითხოვს ქვეყნისადმი შეძლებისდაგვარად სამსახურს, რომელიც უპირველესად ხორციელდება მაშინ, როცა ადამიანი ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ სამსახურშია, ვერ გაპატიეს “რეჟისორებმა” 32 წლის მანძილზე სამშობლოსადმი ღირსეული სამსახური, ვერ აიტანეს რომ საქართველოს სახელმწიფოს ღირსებას იარაღით ხელში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდით, ყველა ომში რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მომხდარა.. მათვის ხომ უცხოა გიყვარდეს სამშობლო ისე რომ მისგან არ ითხოვდე სარგებელს.



ვერ აიტანეს რომ უკვე მეოთხე წელია ჩხოროწყუში არ მომხდარა მძიმე კატეგორიის დანაშაული, როგორიცაა ყაჩაღობა, ძარცვა. ასევე იკლო ქურდობის ფაქტებმა, ხოლო მომხდარი დანაშაულების 90 % იხსნება, რომელიც სტატისტიკურად ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ქვეყნის მაშტაბით, ეს თქვენი დაუღალავი მუშაობის შედეგად, ჩემი თაობის ბავშვებისთვის პოლიციელი არ იყო მეგობარი, მაგრამ დღეს თქვენაირი ღირსეული პოლიციელების დაუღალავი შრომის შედეგად პოლიციელი მეგობარია.. ( განმარტებისთვის 90_იან წლების ბავშვებს ვგულისხმობ ).


გაინტერესებთ ძვირფასო რუსთავი 2-ებო თუ რას ფიქრობს ჩხოროწყუს მოსახლეობა ბატონ ჯუმბერ იზორიას მოღვაწეობაზე? ნებისმიერ დროს შერჩევითი პრინციპით ჩაწერეთ ადგილობრივი მოსახლეობა და მათ შეაფასონ მისი საქმიანობა და არა პოლიტიკანებმა. ბატონი ჯუმბერის ბრალი არ არის ბატონებო რომ საზოგადოება არ გენდობათ, ჩემი დაკვირვებით ეს თქვენი წარსული პოლიტიკური ცხოვრების შედეგია.


Ps: ბევრი რამის დაწერა შეიძლება კიდევ, მაგრამ კიდევ ერთ ტყუილზე ვიტყვი ლევან იზორია არ არის ჯუმბერ იზორიას ნათესავი და ეს ყველამ იცის ჩხოროწყუში პოლიტიკანების გარდა .

0
195
შეფასება არ არის
ავტორი:ანდრე ხობწყარელი
ანდრე ხობწყარელი
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0