x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
საზოგადოება ფსიქიური გამოკვლევისთვის
image

XlX ბოლოს ლონდონში დაარსდა საზოგადოება ფსიქიური გამოკვლევისთვის, რომლის მიზანი იყო ბრიტანეთში ხშირი ჩვენებების შესწავლა. ჩვენებებს უფრო სანდოს ხდიდა განათლებულ წრეებში გავრცელებული სპირიტიზმის მოდა. შეგროვდა ათასობით შემთხვევა. სცადეს მათი კლასიფიკაცია და ძირითადად ტელეპატიაზე დაფუძნდა თეორიული ახსნა. "აგენტიდან" "მიმღებისკენ" უნდა მიდიოდეს მენტალური ძალა. "მიმღებს" აქვს პასიური როლი. გარვეულ შემთხვევებში უწყება შემოიფარგლებოდა წინათგრძნობით ან რაღაც ხმათა აღქმით, მაგრამ ზოგჯერ ის იღებდა სრული ჩვენების სახეს. მიმღები შეიძლებოდა უცბად ვერც კი მიმხვდარიყო რომ ხდებოდა რაღაც არაჩვეულებრივი და ჩვენება ბუნებრივ ყოფად მიეღო. სკანდალთა სერიის შედეგად საზოგადოებამ ფსიქიური გამოკვლევებისთვის დაგმო სპირიტები როგორც შარლატანები.


პარაფსიქოლოგიის გაჩენასთან ერთად გაჩნდა ჩვენებათა ახალი თეორიაც: ეხლა აქტიურ როლს ასრულებს მიმღები. ჩვენება, რომელსაც მხოლოდ ის ხედავს, არის ექსტრასენსორული, ზეგრძნობითი აღქმა. ჟ.ბ. რაინის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში აგროვებს ათასობით შემთხვევას. მრავალ მათგანში აგენტი მკვდარი ან მომაკვდავია, მაგრამ პარაფსიქოლოგები არ იღებენ სპირიტისტულ ახსნას და ამბობენ რომ ყველაფერი ხდება მიმღების სულში. მისი ტვინის რეალურად მიღებული "ფსი" ინფორმაცია მას ახსენებს ბევრ რამეს და ის იმუშავებს ჰალუცინაციურ ხატს.


სპირიტების და მრავალი ოკულტისტის აზრით პარაფსიქოლოგიური ახსნა არასაკმარისია, ვინაიდან ის არ უწევს ანგარიშს ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ ნანახ ჩვენებას: უფრო ადვილია ასტრალური სხეულის წამიერი მატერიალიზაციის დაშვება. რაციონალიზტების აზრით ინდივიდუალური ჰალუცინაცია დიდად არ განსხვავდება კოლექტიური ჰალუცინაციისაგან - ერთსაც და მეორესაც იწვევს ჩაგონება. ადამიანები ხედავნ იმას, რისი დანახვაც სურთ, ისე იხსნება არამხოლოდ სასწაულებრივი ჩვენებები, არამედ მაგალითად მფრინავი თეფშების გამოჩენა.



სასწაულების თაობაზე დღეს ძალიან ფრთხილი კათოლიკური ეკლესია არ ადასტურებს იოლად თანამედროვე ჩვენებებს. 1976 წელს პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში ჩატარებულ კოლოკვიუმზე მისტიკური ხილვების შესახებ აბე ლორანტამ თქვა, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ღვთისმშობელი გამოჩნდა ორას ოცდათორმეტჯერ. მისი აზრით ეს უნდა იყოს აუხსნელი ფენომენი, რომელიც გამორიცხავს როგორც ჩვენების ობიექტურ რეალობას, ისე უბრალო ჰალუცინაციას.

სამაგიეროდ აბე ორეზომ უყოყმანოდ თქვა: "50 წლის წინ ბევრი ხედავდა წმინდა ქალწულს, ეხლა უფრო ხედავენ მფრინავ თეფშებს. ეს ერთიდაიგივე ფენომენია".

0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0