x
image
პროფესორი
უცნობი ფაქტები გიორგი ჭყონდიდელზე

image

საქართველოს ისტორიაში გიორგი ჭყონდიდელი პირველი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო. სწორედ ამ გენიალურ პიროვნებას მიუძღვის უდიდესი წვლილი იმაში, რომ დავით აღმაშენებელი ასეთი ძლიერი პიროვნებად და მმართველად ჩამოყალიბდა. მემატიანეც ძალიან კარგად აღწერს მათ ურთიერთობას და ამბობს: "გიორგი იყო აღმზრდელი და თანააღზრდილი დავითისო". მისი თანამდებობა პრაქტიკულად სახელმწიფოში დავითის შემდგომ მეორე პირს უდრიდა და თავისი ჭკვიანური და მიზანმიმართული ნაბიჯებით ბევრჯერ გაუკვალა გზა ბერმა გიორგიმ დავით აღმაშენებელს. 1118 წელს, როდესაც იგი დავითს წაჰყვა ჩრდილო კავკასიაში ყივჩაღების ჩამოყვანის ორგანიზებისათვის, მოულოდნელად გარდაიცვალა.ასევე გიორგის გარდა არავის სჯეროდა 16წლის მეფისა, არც მამამისს, როგორც კონსტანტინე გადმოგვცემს.ასევე ისიც არ არის ცნობილი რომ გიორგი ჭყონდიდელს არაერთ ბრძოლაში აქვს მიღებული მონაწილეობა. დავით მეფემ ძალიან განიცადა მისი უახლოესი პიროვნების დაკარგვა და 40 დღე იგლოვა.

2
423
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
423
  
2018, 20 ოქტომბერი, 14:39
ასევე გიორგის გარდა არავის სჯეროდა 16წლის მეფისა, არც მამამისს, როგორც კონსტანტინე გადმოგვცემს.ასევე ისიც არ არის ცნობილი რომ გიორგი ჭყონდიდელს არაერთ ბრძოლაში აქვს მიღებული მონაწილეობა.
2018, 20 ოქტომბერი, 5:12
კაცურად უცნობი ფაქტი რომელი იყო აქედან?
0 1 2