x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შემოდგომის მანიკიურის მოდური ფერები
როგორც გარდერობი, მანიკიურიც სეზონის მიხედვით იცვლება, შემოდგომა მშვენიერი პერიოდია იმისთვის, რომ მუქი და თბილი ფერებით გაინებივროთ თავი. ყვითელი, ვარდისფერი და ცისფერი ფერები ზაფხულისთვის შეინახეთ, ცივი სეზონის სამოსს ისინი არ შეეფერებიან.

imageშეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და ფრჩხილების სხვადასხვა დიზაინი მოსინჯოთ, მაგრამ გირჩევთ უარი თქვათ ყვითელ ფოთლებსა და შემოდგომის სხვა ატრიბუტებზე. ეს უკვე ძველმოდურად და პრიმიტიულად ითვლება.

გთავაზობთ შემოდგომის მოდური მანიკიურის რამოდენიმე ვარიანტს:


1. მეტ-ნაკლებად აქტუალურია ფერები, რომლებსაც პანტონე გვთავაზობს. ეს ფერები არა მარტო ერთმანეთს, სამოსსაც შეგიძლიათ შეუხამოთ.


image

2. წითელი ან ბორდოსფერი-ეს კლასიკაა. ის ყველას შეუძლია გამოიყენოს, ფრჩხილის ფორმისგან დამოუკიდებლად.

image

3.შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ მუქი მწვანე ფერი. ის შესანიშნავად ეხამება შემოდგომის სამოსს და ხელებს გამოკვეთს.image

4.აუცილებლად მოსინჯეთ ყავისფერი მანიკიური. ეს ფერი ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია და თანაც ლამაზია. image

5. გამოიყენეთ მანიკიურში ოქროსფერი ფერი.თუმცა, ბოშასავით რომ არ აბრჭყვიალდეთ, შეუხამეთ ოქროსფერი ე.წ. ნუდ შეფერილობას.

image

6.უჩვეულო დიზაინის მოყვარულებს ერთ თემატიკაში შესრულებულ ნახატებს ვთავაზობთ. ფრთხილად, არ გადააჭარბოთ, ეს უკვე არამოდურია. იდეალურია თუ მოხატვას ფრენჩის სტილში გაიკეთებთ.

image

7. და რათქმაუნდა ნუდი! ეს შეუცვლელი და ყველა სეზონის ჰიტია.ის ნებისმიერ შემთხვევას და ჩაცმულობას უხდება. მკვეთრი აქცენტი მხოლოდ ერთ ან ორ ფრჩხილზე გაიკეთეთ.

image

ახლა მოდაშია ერთი ტონის შეფერილობა და უბრალო დიზაინი, რაც ქალს ელეგანტურობას ჰმატებს და მის იერს დასრულებულს ხდის.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0