x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ქრისტიანული რიტუალები და შუცშტაფელი SS
image


შუცშტაფელს ("SS") ეკრძალებოდა ნებისმიერ ქრისტიანულ რელიგიურ ცერემონიაში მონაწილეობა და მათ ასევე მოუწოდებდნენ გაეწყვიტათ კავშირი ეკლესიასთან. შობის ნაცვლად ზეიმობდნენ ზამთრის ყველაზე გრძელ ღამეს. 1939 წლიდან სიტყვა "შობის" ხსენება აკრძალული იყო "SS"_ნებისმიერ ოფიციალურ დოკუმენტში. ასევე ზეიმობდნენ ზაფხულის ყველაზე გრძელ დღეს. ეს ცერემონიები ტარდებოდა ძველებური წესით, საკრალური ცეცხლის თანხლებითა და ჩირაღდნებით განათებული პროცესიებით.


საქორწინო და ნათლობის რიტუალები შეცვლილი იქნა "SS"_ის წარმართული რიტუალებით და თანდათან მთელი საეკლესიო მსახურება წარმართული მსახურებით შეიცვალა. "ნაციზმის სახელმძღვანელო", რომელიც ომის წლებში გამოიცემოდა, აღსავსეა წარმართული იდეოლოგიით და ანტიქრისტიანული განწყობით.

"SS"_ის ოფიცრებმა დაიკავეს ქრისტიანი მღვდლების ადგილი საქორწინო ცერემონიებში, ნათლობებისა და დაკრძალვების დროს. ქრისტიან მღვდლებსა და ხელმძღვანელებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ.


სახელმძღვანელო, რომელსაც ეწოდებოდა - "SS"_ის პროცედურა საოჯახო ზეიმების გასამართავად", გამოცემული იქნა "SS"_ის წევრი ქალებისა და კაცებისათვის. მასში მოცემული იყო წლის ძირითადი 8 წარმართული დღესასწაული.


ჰიმლერი ოცნებობდა, "SS"_ის საფუძველზე შეექმნა ახალი რელიგია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა წარმართულ ელემენტებზე, რაც მას უძველესი ინდოეთისა და ევროპის საწყის, არიულ რელიგიად მიაჩნდა. გერმანიაში ბევრისთვის არ იყო ცნობილი რომ მედიტაცია "SS"_ისთვის ყოველდღიურ მოთხოვნას წარმოადგენდა. ჰიმლერმა გახსნა ოკულტიზმის სკოლა ბერლინში და "SS"_ სა და "გესტაპოს" მრავალი მაღალჩინოსანი ვალდებული იყო გაევლო კურსები მედიტაციაში, ტრანსცენდენტალიზმსა და მაგიაში. სწორედ ამ გარემოებიდან დაიბადა ჰიმლერის ორგანიზაცია "ანენერბე" - ნაცისტური ოკულტისტური ბიურო. "ანენერბე" აერთიანებდა ცნობილი ინგლისელი მაგის, ალისტერ კროულის ფსევდო ტამპლიერულ ორდენს, "ვრილის", "თულეს" და "SS"_ის შავ ორდენს.

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0