x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თრომბოემბოლიით დაღუპულები აღემატება შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფაში ერთად აღებულ დანაკარგს

image

13 ოქტომბერი თრომბოზის მსოფლიო დღეა, რომელიც 2014 წლიდან აღინიშნება.ამ დღესთან დაკავშირებით დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თრომბოზის შესახებ საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს:



იცოდე თრომბოზის შესახებ


მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ამ სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად იღუპება. 70 წლის და უფროსი ასაკის პირებში მისი სიხშირის მაჩვენებელი 2-დან 7-მდე მერყეობს. აღნიშნული კლინიკური მდგომარეობის ახალი შემთხვევების სიხშირე სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით დაბალია ჩინელებსა და კორეელებში.

ვენური თრომბოემბოლია ხშირად ჰოსპიტალიზაციის მიზეზია. ინვალიდობის შედეგად დაკარგული წლების მაჩვენებლის (DALYs) მიხედვით, ის წამყვანია დაბალი

და საშუალო შემოსავლების ქვეყნების მოსახლეობაში, ხოლო მაღალ-შემოსავლიან ქვეყნებში - მეორე ადგილს იკავებს.

ყოველწლიურად თრომბოემბოლიით გამოწვეული დანაკარგი აღემატება აივ ინფექცია-შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფების შედეგად არსებულ ერთიან დანაკარგს.

თრომბოზის საფუძველი სისხლის შედედების შედეგად სისხლძარღვის სანათურში წარმოქმნილი კოლტია. ამის შემდგომ შესაძლოა შეფეხდეს ან სრულად დაიბლოკოს გარკვეული ორგანოს სისხლით მომარაგება. თუ წარმოქმნილი თრომბი გადაადგილდა სისხლის ნაკადთან ერთად, მას ემბოლია ეწოდება. ორი დიდი ჯგუფი განიხილება - არტერიული და ვენური თრომბოემბოლია; ვენური თრომბოემბოლია ასოცირებულია ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზთან. შესაძლოა ამ შემთხვევაში მოხდეს ფილტვის არტერიის ემბოლიზაცია (პულმონური ემბოლია).

ღრმა ვენების თრომბოზი + პულმონური ემბოლია = სიცოცხლისათვის სახიფათო კომბინაცია.

არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების რისკის შესაფასებელი სქემები, რომელთა შედეგადაც ექიმი პაციენტს ურჩევს პრევენციისა და მკურნალობის ტაქტიკას.

შეაჩერე სიცოცხლისათვის საშიში თრომბი


image

ასევე დაგაინტერესებთ

ვენების ვარიკოზული დაავადება-მიზეზები, პროფილაქტიკა და მკურნალობა

image

0
177
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0