x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დედამ ძლიერი სეტყვისგან დაზიანებულ მანქანაში თავის მცირეწლოვანი შვილი სიკვდილისგან იხსნა

image

ავსტრალიის შტატ კვისლენდში ახალგაზრდა ქალმა ძლიერი სეტყვისგან იხსნა საკუთარი მცირეწლოვანი ქალიშვილი.

23 წლის ფიონა სიმპსონს ძლიერმა სტიქიამ გზაში მოუსწრო, წვიმა ისეთი ძლიერი იყო, რომ გზა აღარ ჩანდა და იგი იძულებული გახდა ავტომობილი გვერდზე გადაეყენებინა."ჩემს წინ ვერაფერს ვხედავდი, გზზე დახაზული ზოლებიც კი არ ჩანდა"-იხსენებს მომხდარ ინციდენტს ფიონა.მასთან ერთად ავტომობილში იჯდა მისი ოთხი თვის ქალიშვილი და 78 წლის ბებია.

image

უცებ გაისმა მსხვრევის ხმა, სიმპსონმა უკან გაიხედა და დაინახა, რომ ავტომობილის უკანა შუა ჩაიმსხვრა, სეტყვა და წყალი ერთდროულად შემოვარდა მანქანის უკანა სავარძელზე, სადაც მისი თვეების გოგონა იწვა, ახალგაზრდა ქალი გადავიდა უკნა სავარძელზე და სხეულით დაფარა საკუთარი ქალიშვილი, ამ დროს მეორედ გაისმა მსხვრევის ხმა და ამჯერად სეტყვამ ავტომობილის წინა შუშა ჩაამტვრია, ახლა ბებიას შეექმნა პრობლემები, რომელიც წინა სკამზე იჯდა, თუმცა ფიონას მისი დახმარება აღარ შეეძლო.

ისინი სახლში მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ, როდესაც სეტყვამ გადაიღო, შოკისგან ფიონას სხეული გაუფიჩხდა და ვერ გრძნობდა, რომ ზურგი მთლიანად დაჟეჟილი და ჩალურჯებული ჰქონდა.

image

ბებიაც დაზარალდა, მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა, პატარა გოგონას რამდენიმე მცირე ზომის კოპი დააჩნდა.

"მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანაში ყოფნის დროს დავიდა ჩემამადე და მაშინ გავიაზრე, -ჩემს შვილს რომ არ გადავფარებოდი, ის სერიოზულ ტრავმებს მიიღებდა და შეიძლება დაღუპულიყო"-აღნიშნა სიმპსონმა.

0
653
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
653
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0