x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„ჯარი სავალდებულო ერთწლიანი მონობაა" - დიმიტრი სანაია
image

#ჯარი #მონობა

გუშინ ჯარიდან მომივიდა გაწვევა და ამ პოსტის წაკითხვა რომ არ დაგეზაროთ, ამას გთხოვთ მხოლოდ.

პირველ რიგში, მოქმედი სტუდენტი ვარ და არ აქვთ უფლება ჯარში გამიწვიონ. მეორე - ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვერ წამიყვანენ. მაგრამ ესეც რომ არ ვიყო, არაფრის დიდებით არ წავიდოდი ჯარში.


რატომ?

სავალდებულო სამხედრო გაწვევა, როგორი ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, არის ადამიანის ნების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება, იძულება და მასზე ძალადობა, რაც არათუ ლეგალური, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს.

გააკეთებინო ადამიანს ის, რისი სურვილიც მას არ აქვს, არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

კიდევ რატომ?

22 წლის ვარ. 16 წლიდან ვმუშაობ, ხოლო 19 წლიდან უკვე სტაბილურად, პროფესიით. გარდა იმისა, რომ On.ge-ში ვარ და უდიდეს, უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებ ამ გუნდთან ერთად, მაქვს სხვადასხვა პროექტები, საიდანაც ვიღებ შემოსავალს.

ჯამში ჩემი ქვეყნისთვის გადასახადების სახით და ჩემი შემოსავლის "ხარჯვით" ვქმნი გაცილებით მეტ დოვლათს და ასევე, ვარ გაცილებით უფრო ეფექტური, ვიდრე ოდესმე შევქმნიდი სამხედრო სამსახურში "მოღვაწეობით".

"მოღვაწეობას" ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მონობა და მას არაფერი აკავშირებს ქვეყნის თავდაცვით უნარიანობასთან.

მერე?

მერე ის, რომ სახელმწიფო მოდის და მეუბნება, შენ 1 წლით ყარაულად უნდა წაგიყვანოო, რომ სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადოო.

სამშობლოს წინაშე მე ჩემს ვალს ვიხდი პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც ჩემი ყველა ჰონორარიდან და ხელფასიდან ვიხდი გადასახადებს, რომლითაც ის ბიუროკრატები ძღებიან, ჩემი ყარაულად დაბმა რომ უნდათ.

და კიდევ?

კიდევ ის, რომ ჩემი ჯარში წასვლა და შესაბამისად, ერთწლიანი იძულებითი მონობა ნიშნავს შემდეგს:

~ ჩემი კარიერის დანგრევას;
~ შემოსავლის ყველა წყაროს დაკარგვას;
~ ჩემი ოჯახისთვის შემოსავლის უდიდესი ნაწილის დაკარგვას;
~ ჩემს მორალურ განადგურებას;
~ ჩემს განვითარებაში ხელის შეშლას;
~ ჩემი დამსაქმებლებისთვის კვალიფიციური კადრის დაკარგვას;

და რაც მთავარია...

~ ჩემი ფუნდამენტური უფლების - გადაწყვეტილების მიღების უფლების ჩამორთმევას და დამონებას.

თუკი რომელიმე ბიუროკრატს და სახელმწიფო სტრუქტურას ჰგონია, რომ თავიანთი ბრტყელტვინიანობის გამო შევეგუები ოდესმე ამ ყველაფერს, იმაზე მეტად ბრიყვები ყოფილან, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი.image

0
222
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0