x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილები, რომელთაც დაავიწყდათ დიეტის არსებობა - ანუ, გასუქებული ვარსკვლავები
სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას და მსოფლიო ისტორიას თუ ჩვენს მეხსიერებას არაერთი ცნობილი თუ უცნობი ლამაზმანი შემორჩა.


ზოგადად სილამაზე არაერთმნიშვნელოვანია, ვიცით, თუმცა ფიზიკურს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ხოლო მაშინ, თუ საქმე საქვეყნოდ ცნობილ მსახიობებს და მომღერლებს ეხებათ, ყურადღება უფრო გამახვილებულია. ამიტომ, თაყვანისმცემლების სიყვარული კარიერის ბოლომდე რომ გაიყოლონ, მომხიბვლელობა არ უნდა დაკარგონ, თუმცა, სათქმელად ადვილია და შესასრულებლად – რთული, თუ გენეტიკამ არ იმუშავა ძირითადი როლი და ამ დროს სიზარმაცის ხელმა და გურმანობამ დაგვძლია, წასულია ჩვენი ფორმების საქმე.


მოკლედ, წარმოგიდგენთ გასუქებულ ცნობილებს




1. რიჰანა.

image



რიჰანას თაყვანისმცემლები და მისი მუსიკის მიმდევრები, შოკირებულები არიან ფაქტით, რომ მომღერალმა 10 კილოგრამამდე მოიმატა წონაში, თავად მას კი ზედმეტი წონა სულაც არ ადარდებს და ძველებურად გვეცხადება საკმაოდ თამამ სამოსშიც.





2. ვინ დიზელი.

image


როდესაც პირველად გამოჩნდა ვინის ფოტო ინტერნეტში, მისი გულშემატკივრები გაოცებულები დარჩნენ, ბევრი მათგანი ფიქრობდა, რომ ფოტო ფოტოშოპით იყო დამუშავებული, რადგან მსახიობისგან მოდუნებულ სხეულს და დიდ, მრგვალ "ღიპს", ნამდვილად არ მოელოდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ ფოტო ნამდვილია.





3. ნელი ფურტადო.

image


ვინ წარმოიდგენდა, რომ სიფრიფანა მომღერალი როდისმე ასე დამრგვალდებოდა. გაიჟღერა ჭორებმა, რომ შესაძლოა დეპრესია ყოფილიყო გასუქების მიზეზი, რადგან მომღერალი ახალი დაშორებულია ქმარს - დემასიო კასტელონს, რომლის გულისთვისაც ერთ დროს შოუ-ბიზნესიდან წავიდა.





4. კრისტიან ბეილი.

image


შეუდარებელი მსახიობის წონა მეტაფორმოზამდე და შემდეგ მის თაყვანისმცემლებს სულაც არ გაჰკვირვებიათ, იფიქრეს, რომ ასე მომდევნო, ახალმა როლმა მოითხოვა. მის "ფანებს" კარგად ახსოვთ, რომ ბეილმა წონა 55 კგ-მდე 2004 წელს ფილმისთვის "The Machinist" დაიკლო, ხოლო ფილმისთვის "Batman: The Beginning", მან კიდევ 45 კგ მოიმატა.






5. Kesha.

image


მომღერლის ზედმეტი წონა მისი თაყვანისმცემლებისთვის, ადვილი შესამჩნევი გახდა.






6. სტივენ სიგალი.

image


არც ახალგაზრდობაში ნახავდით სიგალს გამხდარს, თუმცა ის ხშირად ზრუნავდა სხეულის ფორმაზე და აკეთებდა სპეციალურ ვარჯიშებს. ახლა, მისი წონა 130 კგ-ია, ხოლო სიმაღლე 193 სმ, მაგრამ როგორც ჩანს, მსახიობს ეს პარამეტრები, სულაც არ ადარდებს.





7. ჯენიფერ ლავ ჰიუიტი.

image


მსახიობი თავად ამბობს, რომ ორი შვილის გაჩენის შემდეგ მიხვდა, რა არის ქალურობა, დედობა მის ფორმებსაც დაეტყო, თუმცა არ აპირებს დიეტის დაცვას, თავს ახლა გაცილებით უკეთ გრძნობს.





8. ბრენდან ფრეიზერი.

image


ბოლო პერიოდში, ბევრისთვის საყვარელ მსახიობს, ფიზიკური ტრავმის და განქორწინების თანმხლები დეპრესიის გადალახვამ მოუწია, ფაქტი კი მის გარეგნობაზე აისახა, თუმცა საბედნიეროდ სამსახიობო ნიჭს ბზარი არ გასჩენია.





9. ჯესიკა სიმპსონი.

image


სიყმაწვილის წლებში ჯესიკა ყოველთვის კარგი პარამეტრების მფლობელი იყო, თუმცა გათხოვების შემდეგ წონაში ხშირად მოუმატია, მაგრამ არც კლება უჭირდა. ახლაც საკმაოდ მომატებულია, თუმცა, შესაძლოა ეს არ იყოს მისი მომხიბვლელი ფიგურის დასასრული.





10. კელი კლარკსონი.

image


ორსულობის პერიოდში, მომღერალმა საგრძნობლად მოიმატა წონაში, თუმცა მშობიარობის შემდეგ ვერ შეძლო ჩვეული ფორმების დაბრუნება და როგორც ჩანს, არც აწუხებს ეს ფაქტი.


1
1827
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1827
  
2018, 16 ოქტომბერი, 12:17
მდაა...
0 1 1