x
უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს - რუსეთი სისხლისღვრით იმუქრება!

image

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი 2016 წელს გააქტიურდა, მაშინ, როცა უკრაინამ ოფიციალურად მიმართა მსოფლიო პატრიარქს, ეკლესიისთვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინა, ხოლო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს საკითხი უფრო და უფრო რეალური ხდებოდა.

9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდა მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის კრება სტამბოლში, რომლის შედეგებიც საკმაოდ საინტერესოა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რეზონანსული გახდება.

გადაწყვეტილების მიხედვით, გაგრძელდება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი; გაუქმდა 1686 წლის სინოდალური წერილის ვალდებულება, რომელიც მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას, ხელი დაესხა უკრაინის მიტროპოლიტისთვის; ასევე, ანათემა მოეხსნა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ფილარეტ დენისენკოსა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მაკარი მალეტიჩის; გაკეთდა მოწოდება, რომ თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრების და სხვა ქონების მიტაცებისგან, ასევე სხვა ძალისმიერი ქმედებებისა და შურისძიებისგან.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს საეკლესიო–პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, პირველ რიგში კი უკრაინის პრეზიდენტისთვის. პეტრო პოროშენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ ეკლესიის ავტოკეფალია სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობის საწინდარი უნდა გახდეს, ასევე ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სრულ ჩამოშორებას რუსეთისგან.


"უკრაინის ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია იარსებებს. სინოდის გადაწყვეტილებამ საბოლოოდ გაფანტა მოსკოვის იმპერიული ილუზიები და შოვინისტური ფანტაზიები", - ასეთი იყო პოროშენკოს სიტყვები. "დღეს ჩვენ მივიღეთ ავტოკეფალია. კრების შემდეგ, უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის არჩეული მეთაური მიიღებს ტომოსს“.

ამ საკითხს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მოსკოვისთვისაც და პირადად ვლადიმირ პუტინისთვისაც. განაგრძეთ კითხვა
0
242
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0