x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნაცისტური გერმანიის საიდუმლო საზოგადოებები
image


"თულე" - ოკულტისტურ-პოლიტიკური საზოგადოება 1919 წელს დაარსდა მიუნხენში. ამ საიდუმლო საზოგადოების მნიშვნელობაზე მარტო ისიც მეტყველებს, რომ რუდოლფ ჰესი - ჰიტლერის პარტიული მოადგილე, რაიხსლაიტერი (იმპერიის ხელმძღვანელი) და "SS"_ის ობერგრუპენფიურერი - "თულეს საზოგადოების" წევრი იყო. სვასტიკა პირველმა სწორედ ამ ორგანიზაციამ გამოიყენა საკუთარ სიმბოლოდ. ორი წლის შემდეგ, 1921 წელს შეიქმნა "ვრილის საზოგადოება". მალევე "თულე" და "ვრილის საზოგადოება" გაერთიანდა და მათ ასევე შეუერთდა კიდევ ერთი ორდენი DHvSS ("შავი ქვის ოსტატები")


"ვრილის საზოგადოება" მედიუმების საიდუმლო ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც განსაზღვრული იყო შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად და ჩვენთვის უცნობ ცივილიზაციებთან კონტაქტის დასამყარებლად. აქ ასევე მუშაობდნენ ანტიგრავიტაციური საფრენი აპატარების შექმნაზე. ვრილი არის მაგიური ენერგია და და ვინც მას დაეუფლება მთელი მსოფლიოს მფლობელი ხდება.


"ვრილის საზოგადოება" წარმოადგენდა "თულეს" საზოგადოების შიდა წრეს და საერთოდ ნაციზმის ბირთვს. "თულეს" საზოგადოების წევრები - ადოლფ ჰიტლერი, ალფრედ როზენბერგი, ჰაინრიხ ჰიმლერი, ჰერმან გერინგი და ჰიტლერის პირადი ექიმი თეოდორ მორელი იყვნენ "ვრილის საზოგადოების" პირველი წევრები.



ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე მათ პარტიას აფინანსებდა "თულეს" საზოგადოება, რომელიც ბარონ რუდოლფ ფონ ზებოტენდორფმა ჩამოაყალიბა. არსებობს მოსაზრება, რომ ნაციონალ-სოციალისტების პარტია მთლიანად ოკულტისტური საზოგადოებების მიერ იყო შექმნილი. მესამე რაიხზე ასევე დიდი გავლენა ჰქონდა გერმანელ ოკულტისტს კარლ მარია ვილიგუტს. მართალია, ნაციონალ-სოციალისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოკულტისტური ორგანიზაციები აიკრძალა, მაგრამ არა ყველა. ჰერმან ვირტის მიერ ჩამოყალიბებულ ძალზე საიდუმლო მისტიკურ ორგანიზაციას "ანენერბეს"_ს უშუალოდ მფარველობდა "SS"_ი - სახელმწიფო დაცვის სამსახური. ამიტომაც "SS"_ს ხშირად შავ ორდენს უწოდებდნენ. მის სათავეში იდგა რაიხსფიურერი ჰაინრიხ ჰიმლერი, მესამე რაიხის ყველაზე იდუმალებით მოცული პიროვნება. 1938 წელს მოეწყო ნაცისტური ექსპედიცია ტიბეტში, შამბალას ლეგენდარული მხარის აღმოსაჩენად. "თულეს საზოგადოების" ერთ ერთი ლიდერი კარლ ჰაუზჰოფერი, რომელიც ტიბეტის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, იყო თბილისელი მისტიკოსის, გიორგი გურჯიევის მოსწავლე. ის სწავლობდა კაბალას თურქეთში ბეკტაში სუფისტებთან (მუსულმანური მისტიკური ორდენი), რომლებიც ასევე მასონები იყვნენ. ჰაუზჰოფერს მოსწონდა გურჯიევის სწავლების ის მოსაზრება, რომ ადამიანები ჩაძინებულნი არიან და ძლიერი ხელმძღვანელის გამოჩენას ელოდებიან, ვინც მათ გამოღვიძებას შეძლებს. სავარაუდოა, რომ ჰაუზჰოფერს ტიბეტში გიორგი გურჯიევი ახლდა თან და სწორედ მან ურჩია "თულეს" საზოგადოებას სვასტიკა დაემტკიცებინა საკუთარ სიმბოლოდ.


"ვრილის საზოგადოებას" უკავშირდება საფრენი აპატარების - "ვრილის", "ჰაუნერბუს", "RFZ"_ს და "ანდრომედას" შექმნა. "ვრილის საზოგადოების" მთავარი მედიუმები ქალები იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილები არიან მარია ორსიჩი (ზაგრებიდან) და სიგრუნი.(ფოტ 1) ასევე მხოლოდ სახელით არიან შემორჩენილნი მედიუმები - მარია, გუდრუნი, ჰაიკე და ტრაუტე. (ფოტ 2) "ვრილის საზოგადოებაში" თავიდან მხოლოდ ქალებს იღებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მათ უფრო იოლად შეეძლოთ ვრილის ენერგიასთან დაკავშირება.


image

image


სიგრუნი იღებდა გზავნილებს კუროს თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიდან - ალდებარანიდან. ამ გზავნილების ენა უცხოპლანეტელთა ენად მიიჩნეოდა, სიგრუნი მათ თარგმნიდა და განმარტავდა, რომ ეს იყო შუმერების ენა. სწორედ ასეთი კომუნიკაციებიდან იღებდნენ გერმანელები საკუთარი საფრენი აპარატების საწყის ნახაზებს. ეს საფრენი აპარატები ვრილის ენერგიის ბაზაზე მუშაობდა. ვრილის მექანიზმებისთვის ცდილობდნენ დაენერგათ იმპლოზიის სისტემა ნაცვლად გარეთ მიმართული აფეთქების სისტემისა.


ჰიტლერი პირადად დაინტერესებული იყო ადამიანის შეცვლილი სენსიტიური შესაძლებლობებით და ასტრალური განზომილებით. მასთან დაახლოებულნი იყვნენ ნათელხილვის უნარით დაჯილდოვებული ადამიანები. ერთ ერთი იყო ოსკარ ლაუტენზაკი. ლაუტენზაკი ებრაელი იყო და მის პაპას სინაგოგაში უხუცესის ადგილი ეკავა. როდესაც მას დასაშვებზე მეტი ინფორმაცია დაუგროვდა, ის მოიშორეს, ტყეში წაიყვანეს და დახვრიტეს. ამის შესახებ მოთხრობილი აქვს ლიონ ფოიხტვანგერს რომანში "ძმები ლაუტენზაკები". ჰიტლერმა ჩამოაყალიბა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც იკვლევდნენ ადამიანის სენსიტიურ უნარებს და ასტრალურ ძალებს, რათა მათი მეშვეობით მოეხერხებინა მსოფლიოს დაპყრობა. ამავე პერიოდში შეიქმნა დახურული ბიორადიოლოგიური ინსტიტუტი რაიხის მაღალი ეშელონებისთვის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რაც განკურნებას არ ექვემდებარებოდა.


ვრილის ენერგია პირველად 1871 წელს გამოიყენა როზენკროიცერმა მისტიკოსმა. "ოქროს განთიადის" მაგიური ორდენის წევრმა, მწერალმა ედვარდ ბულვერ-ლიტონმა საკუთარ რომანში "მომავალი რასა" და "ვრილის საზოგადოების" სახელწოდებაც სწორედ ამ წიგნიდან არის აღებული. არსებობს მოსაზრება, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "ვრილის საზოგადოებამ" და მისმა წამყვანმა მეცნიერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლეს და იქ გადაიტანეს საკუთარი საიდუმლო ცოდნა.

0
284
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0