x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
როგორ მოვიზიდოთ სახლში სიმდიდრე და კეთილდღეობა

ჯერ კიდევ ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ იმისთვის, რათა ფული მოიზიდო, საჭიროა არა მარტო იმუშაო, არამედ ფულთან ურთიერთობაც იცოდე: როგორ შევინახოთ და როდის და როგორ გავცეთ სესხად ფული?!

imageალბათ, შეგიმჩნევიათ, არიან ადამიანები, რომლებიც ფულს აქეთ-იქით ფანტავენ, მაგრამ ხელმოკლეობას მაინც არ განიცდიან და პირიქით, არიან ისეთებიც, რომლებიც თითოეულ კაპიკს უფრთხილდებიან, მაგრამ ფულს თავს მაინც ვერ უყრიან.

image

ხალხურ გადმოცემებში, სახლის კეთილდღეობა პირდაპირაა დამოკიდებული რამდენიმე ფაქტორზე. დღეს 10 რჩევას გაგაცნობთ, თუ როგორ მოვიზიდოთ სახლში ფული და კეთილდღეობა.

1. არასოდეს შეინახოთ ფული გამოსაჩენ და მზიან ადგილას. შეინახეთ მოფარებულ, ბნელ ადგილას.

image

2.არ დატოვოთ მაგიდაზე დანა. ანალოგიურად, არასოდეს არ დადოთ და არ დატოვოთ მაგიდაზე თუ სხვა ადგილას, მონეტები და ქაღალდის ფული.

image

3.ახალი მთვარის გამოჩენისას, მიყოლებით სამი ღამე დატოვეთ საფულე ფანჯრის რაფაზე. თვის ბოლოს კარგი ფინანსური მდგომარეობა გექნებათ.

image

4. არსოდეს დააცარიელოთ საფულე. მასში ყოველთვის უნდა იდოს თუნდაც ერთი ქაღალდის კუპიურა.

image

5. სახლში კეთილდღეობის მისაზიდად ყოველთვის სუფთა უნდა იყოს ფანჯრის მინები და სარკეები. წყალში ჩაყარეთ მონეტები და შემდეგ ფანჯრები და სარკეები ამ წყლით გაწმინდეთ. პროცედურის ბოლოს სარკის წინ მონეტა დადეთ მთელი ღამით, დილით კი ეს მონეტა ყულაბაში ჩააგდეთ.

image

6. ყველასთვის ცნობილია გამოთქმა: ფულს თვლა უყვარსო. თუმცა, გახსოვდეთ, როცა ფულს აგროვებთ, მისი ხშირად გადმოყრა ყულაბიდან და დათვლა არ შეიძლება.

image

7.მოძებნეთ ისეთი კუპიურა, რომელზეც თქვენი სახელისა და გვარის ინიციალებიდან თუნდაც ერთი ასოა. დააწვეთეთ ეთერზეთი და საფულეში შეინახეთ.

image

8. არასოდეს არ გააჩეროთ ზღუბრბლთან ადამიანი დიდხანს. ითვლება, რომ თუ ვინმე ზღურბლთან დიდხანს გაჩერდება, ოჯახში კეთილდღეობა აღარ იქნება.

image

9. გახსოვდეთ ბუმერანგის პრინციპი: ცუდი საქმე გაორმაგებულად დაგიბრუნდებათ უკან. ამიტომ, უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე ადამიანებს. დაეხმარეთ თუნდაც ფულით და თუ ფული არ გაქვთ, თბილი სიტყვებით. კარგი საქციელიც უკან დაგიბრუნდებათ.image

10. ხელფასის დღეს, არ დახარჯოთ ფული იმავე დღეს. თანხამ აუცილებლად სახლში უნდა “გაათენოს ღამე", შემდეგ კი შეგიძლიათ თამამად ხარჯოთ.

image


0
667
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0