x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - "დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..."
image


სა­ბერ­ძნეთ­ში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტთა იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სოფო წიკ­ლა­უ­რია და ქალს 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა.


"გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი 23 წლის სოფო წიკ­ლა­უ­რი. იპო­ვეს ბი­ნა­ში ორი დღის გარ­დაც­ვლი­ლი, დარ­ჩა 2 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც ძაღ­ლი და­რა­ჯობ­და..." - წერს სი­ხა­რუ­ლი­ძე.


გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ წერს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი და­რე­ჯან ღამ­ბა­ში­ძე:


"სოფო სამი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ჭკვი­ან, კრი­ა­ლა თვა­ლე­ბი­დან, სევ­და­ნა­რე­ვი ტკი­ვი­ლი მი­ყუ­რებ­და. მივ­ხვდი ცხოვ­რე­ბის სუს­ხი­ან წლებს მარ­ტო უმკლავ­დე­ბო­და. არა­და სულ 23 წლის თუ იქ­ნე­ბო­და. მინ­დო­და დავ­ხმა­რე­ბო­დი, ვთხო­ვე მო­სუ­ლი­ყო ჩვენს "ქარ­თულ სახ­ლში", დამ­პირ­და კიო, თით­ქოს წა­მი­ე­რად მოს­წყდა წარ­სუ­ლის წა­მებს, გა­ი­ხა­რა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რით, მაგ­რამ არ მო­ვი­და, და­მე­კარ­გა... ამ დღე­ებ­ში ბავ­შვის სუ­რა­თი გად­მო­მიგ­ზავ­ნა, ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, რომ "და­ვი­კარ­გე­თო".


image


სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში ჩარ­თუ­ლია ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს. უწყე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე.


წყარო: http://ambebi.ge


1
96
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
96
  
2018, 12 ოქტომბერი, 23:46
''სადაურსა სად წაიყვანო'' :(
0 1 1