x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81805
  • ვიდეო:333826
  • სურათი:438953
რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული ფილმები, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ ( +ვიდეო )

რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული ფილმები, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ ( +ვიდეო )

image



ხშირად ხდება, როდესაც სახლში ვართ, საქმე არ გვაქვს და გვინდა რამით გავერთოთ, მაგალითად, ვუყუროთ ფილმს.. ხშირ შემთხვევაში ფილმის ძებნაში ვატარებთ რამოდენიმე საათს.. ეს სტატია დაგეხმარებათ მარტივად აარჩიოთ ფილმი.. ამ სტატიაში ნახავთ ფილმებს რეალურ ისტორიებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.. ( გაითვალისწინეთ, რომ უამრავი ძალიან კარგი ფილმი დააკლდება ამ სიას.. ყველას ერთი სტატია არ ეყოფა, ამიტომ სტატია თუ მოგეწონებათ, აუცილებლად დაიწერება მეორე ნაწილიც.) დავიწყოთ:


ჰაქსოუს გმირი/hacksaw ridge - რეალური ისტორია, რეალური გმირი.. აშშ-ს არმიის ექიმი, მეორე მსოფლიო ომის დროს უარს ამბობს ადამიანების მოკვლაზე. იგი შეუიარაღებელი მიდის ომში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის. ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ აუცილებლად და გმირი რომელიც უნდა გაიცნოთ..




ხელშეუხებელნი/intouchables - 2011 წლის ფრანგული ფილმი. ის დაფუძნებულია ფილიპე პოზო დი ბორგოსა და მისი მზრუნველის, აბდელ სელუს რეალურ ისტორიაზე. ფილმი ათეულობით ჯილდოზე იყო ნომინირებული. ნამდვილი ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც წესით ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი პარალიზებული არისტოკრატია, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მეორე, მისი მომვლელი ახალგაზრდა კაცი.




რბოლა/rush - 2013 წლის ბრიტანულ-გერმანული მხატვრული ფილმი ფორმულა 1-ს ავტომრბოლელების, ნიკი ლაუდასა და ჯეიმზ ჰანტის შესახებ. ფილმი ასახავს მათ საჩემპიონო დაპირისპირებას 1976 წელს.

1976 წელს ფორმულა 1-ის რბოლებში ერთმანეთს ორი მრბოლელი, ინგლისელი პლეიბოი, ქალების მუსუსი ჯეიმზ ჰანტი და დისციპლინირებული პერფექციონისტი ავსტრიელი ნიკი ლაუდა დაუპირისპირდა. მათი დაპირისპირება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ამტანობას მოითხოვს. ლაუდა ტრასაზე არ გადის, თუ დაშავების რისკი 20%-ზე მეტია, მაგრამ ჰანტთან დაძაბული ორთაბრძოლა აიძულებს გადახედოს საკუთარ შეხედულებებს.



იმიტაციის თამაში - the imitation game - ალან ტიურინგის, ლეგენდარული მათემატიკოსის, კრიპტოლოგის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი შეცვალა, და არა მარტო მეორე მსოფლიო ომი.. ფილმი მრავალ შთაბეჭდილებას და დადებით ემოციებს დატოვებს თქვენზე. ფილმში დაინახავთ ომის სრულიად სხვა მხარეს.. ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი კი შეასრულებს მთავარ როლს კირა ნაიტლთან ერთად..





შინდლერის სია/schindlers list -

1993 წელს გადაღებული ეპიკური ამერიკული დრამა, რომლის რეჟისორია სტივენ სპილბერგი, ხოლო სცენარის ავტორი სტივენ ზეილიანი. ფილმი ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის რომანს სახელად „შინდლერის კიდობანი“. ფილმში ასახულია წარმოშობით გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის ცხოვრება, რომელმაც მოახერხა და ათასზე მეტ ებრაელ ლტოლვილს, რომელთა უმეტესობას პოლონეთში დასახლებული ებრაელები შეადგენდნენ, შეუნარჩუნა სიცოცხლე და იხსნა ჰოლოკოსტისგან იმით, რომ ისინი დაასაქმა საკუთარ საწარმოში.

ფილმში, შინდლერს განასახიერებს მსახიობი ლიამ ნისონი, შუცშტაფელის („სს“) ოფიცერს, ამონ გეთსრეიფ ფაინზი, ხოლო იცჰაკ შტერნის როლს ასრულებს ბენ კინგსლი.

იდეა ფილმის გადაღების შესახებ გაჩნდა ჯერ კიდევ 1963 წელს. ერთ-ერთმა გადარჩენილმა ებრაელმა, პოლდეკ პრეფერბერგმა მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის ემცნო შინდლერის შესახებ. სწორედ ის გახდა შემდგომში ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის შთაგონების წყარო, დაეწერა ბუკერის პრემიის გამარჯვებული წიგნი სახელად „შინდლერის კიდობანი“, რომელიც შემდგომ ფილმს დაედო საფუძვლად.





იხილეთ ასევე:

"სერიალები, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ" ( + ვიდეო ) - ეძებთ საინტერესო სერიალს, რომელიც "ჩაგითრევთ" და, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ? მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის. აქ ნახავთ სიას იმ სერიალებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ. დარწმუნებული ვარ არცერთი ჟანრის მოყვარული არ დარჩება გაწბილებული.. გთავაზობთ სიას:

image

ფილმები, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ ( +ვიდეო ) " - ხშირად ხდება, როდესაც სახლში ვართ, საქმე არ გვაქვს და გვინდა რამით გავერთოთ, მაგალითად, ვუყუროთ ფილმს.. ხშირ შემთხვევაში ფილმის ძებნაში ვატარებთ რამოდენიმე საათს.. ეს სტატია დაგეხმარებათ მარტივად აარჩიოთ ფილმი.. ( გაითვალისწინეთ, რომ უამრავი ძალიან კარგი ფილმი დააკლდება ამ სიას.. ყველას ერთი სტატია არ ეყოფა ) დავიწყოთ:

image

0
121
14-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0