მსოფლიო რუმინეთის საგარეო ვალი 1982 წ. და 2018 წ. 2018, 11 ოქტომბერი, 22:41 1970-იანი წლების დასაწყისში დასავლური ქვეყნები, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მზად იყვნენ გაეცათ კრედიტები რუმინეთისთვის, რაც საშუალებას აძლებდა ბუქარესტს შეეძინა ტექნოლოგიები და მოეხდინა ინფრასტრუქტურის, მრეწველობის მოდერნიზება.[1] რუმინეთის ვალი დასავლელი კრეტირობის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა:
1986 წლისთვის ჩაუშესკუმ საგარეო ვალის ნახევარი გაისტუმრა.[3] 1989 წლის აპრილისთვის რუმინეთმა საგარეო ვალი მთლიანად გადაიხადა.[4] რუმინეთის დიდი ეროვნული ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას ნ. ჩაუშესკუმ განაცხადა: «...ამ წლის მარტში ჩვენ გავისტუმრეთ საგარეო ვალი, რომელიც $ 21 მლრდ.-ს შეადგენდა, აქედან $ 7 მლრდ. პროცენტები იყო. ეხლა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ ის ვალი, რომელიც სხვა ქვეყნებს მართებს რუმინეთისადმი. ეს დაახლოებით $ 2.5 მლრდ.-ია...».[5] 1989 წლის დეკემბერში რუმინეთში დაიწყო არეულობები, რაც შემდგომ რევოლუციაში გადაიზარდა, ავტორიტარული კომუნისტური რეჟიმი დაემხო, ნიკოლაე ჩაუშესკუ მეუღლესთან ერთად გაასამართლეს და 25 დეკემბერს დახვრიტეს. 2018 წელს რუმინეთის საგარეო ვალი შეადგენს – $ 125 მლრდ.-ს.[6] წყარო: [1] Cornel Ban, Sovereign Debt, "Austerity, and Regime Change: The Case of Nicolae Ceausescu’s Romania", in East European Politics and Societies, 2012, p. 374. [2] Vlad Georgescu, The Romanians: A History, Ohio State University Press, 1991, p. 270. [3] Debt Halved, Romania Says, «The New York Times», November 28, 1986. [4] Debts Paid, Romania says, «The Washington Post», April 14, 1989. [5] Yosef Govrin. Israeli-Romanian Relations at the End of the Ceausescu Era [electronic resource]: As Seen by Israel's Ambassador to Romania 1985-1989. (2002), pp. 49-50. [6] http://countrymeters.info/ru/Romania/economy 223 შეფასება არ არის
|