x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83631
  • ვიდეო:334425
  • სურათი:441609
ნიკა გვარამიას მივმართავ, აგერ ვარ და კარგად დამიმახსოვრე – დავით ხურცილავა

image.

მსახიობი დავით ხურცილავა, რომელსაც მაყურებელი “ჯაპანას” სახელით იცნობს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია. ამ საკითხზე მან ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას ისაუბრა. მსახიობმა ნიკა გვარამიასაც უპასუხა და მიმართა, რომ კარგად დაიმახსოვროს.

.

“ძალიან დაუდევრობა გვაქვს, შეგვიძლია მოღალატე ვუძახოთ ადამიანს, რომელსაც ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ. მე არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა. რატომ ვუჭერ მას მხარს? ვერ ვხედავ უკეთეს კანდიდატს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე მათ ვერასდროს ვერ დავუჭერ მხარს.

.

რას მინდა გავუსვა ხაზი, ელემენტარულ რამეებზე მიდის ლაპარაკი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქართული არ იცის, ზუსტად ვიცი ეს ამბავი, 6 წლის ყოფილა ქართულად რომ დაუწყია ლაპარაკი და სკოლაში შესვლამდე ფრანგულიც კი არ იცოდა, ეს ინფორმაცია მაქვს კომპეტენტური წყაროებიდან.

.

100 წლიანი ემიგრანტები არიან, ჩვენ ყველა სწორი ქართულით ვლაპარაკობთ? თუნდაც დღევანდელი ტელევიზიები. ხაზგასმა იმაზეა, რომ ზურაბიშვილი ქართულად ვერ ლაპარაკობსო და იმაზე არ საუბრობენ, თუ რას ლაპარაკობს.

.

ჩვენ ყველა, ისეთი ქართულით ვსაუბრობთ, აკაკი შანიძე ალბათ საფლავში ტრიალებს”- განაცხადა დავით ხურცილავამ. მანვე ისაუბრა ნიკა გვარამიას ფეისბუქ პოსტზეც, რომელშიც ზურაბიშვილის მხარდამჭერების შევიწროვებისკენ მოწოდებაზეა საუბარი, მსახიობის თქმით, ეს არის ფაშისტური განცხადება.

.

“ოპერატორს მინდა ვთხოვო, რომ ახლო ხედით მოვიდეს ჩემთან, რომ ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვროს, აგერ ვარ” – განაცხადა დავით ხურცილავამ.

.

შეგახსენებთ, „ჯაპანას“ გარდა იგივე შინაარსის მიმართვა გვარამიას მისამართით სხვა ცნობილმა სახეებმაც გააკეთეს.

.

რუსთავი 2-ის გენდირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები კარგად უნდა დაიმახსოვრონ და შემდგომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გააძეონ, მომღერალი ირმა სოხაძე ეხმაურება. როგორც სოხაძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, გააქტიურება სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა.

.

„გვარამიამ ისეთი პიარი გაუკეთა სალომე ზურაბიშვილს, ამერიკელი პიარ სპეციალისტები რომ მოეწვიათ, ალბათ ისინიც ვერ შეძლებდნენ ამდენს. მისი ბოლო პოსტი რომ ვნახე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შესახებ, პირადად მე, ამ სტატუსმა გამააქტიურა და მას შემდეგ უფრო დავიწყე ქმედება. იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი... რას ნიშნავს, გვარამიამ დამტუქსოს, მიმიჩინოს კუთხე, მომსპოს, ამკრძალოს... იხილეთ ვრცლად>>

.

ამავე თემაზე: „რას ნიშნავს გვარამიამ დამტუქსოს, ამკრძალოს, კუთხე მიმიჩინოს?“ - ირმა სოხაძე

1
298
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
298
  
22 ოქტომბერი, 10:27
როცა ფული ყოველთვე გერიცხებათ ანგარიშზე კი დაიწყებთ ლაპარაკს სალომეს სიკარგეზე. ლაპარაკი რა შუაშია,როცა მართმადიდებლურ ქვეყანში ნათელმირონობის გამტეხს უდგები გვერდზე,არ გრცხვენიათ მაინც ამის დედაც ვატირე. ყველამ თავის არჩევანი უნდა გააკეთოს და გამოსირებული ცნობილი სახეები არ უნდა ზემოქმედებდეს ვინმეზე,მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ისეთია,რომ ძნელია ამის დაჯერება. პრეზიდენტი არის საქართველოს შეირაღებული ძალების მთავარსარდალი და ბიჭები არ გეცოდებიან ჯარებში,როცა ასეთ ადამიანს ურჩევ პრეზიდენტად. ამ ცხოვრების დედა რო ვატირე,თორემ საქართველოს პრეზიდენტს სამხედრო ნამსახურეობა არ უნდა ქონდეს?! ან რომელიმე დიდ თანამდებობაზე მყოფ პირს?! რა უნდა გადაწყვიტოს იმან,რომელსაც საბრძოლო ტაქტიკა ფილმებში აქვს ნანახი? კონტიტუცია კი არა სრული Yლეობის კრებულია და რატომ არ წერენ კონსტიტუაციაში,რომ სავალდებულოა საჯარო სამსახურში მყოფი პირისათვის სამხედრო ნამსახურეობა. მერე ვნახავ,როგორ გადაიხდიან 2000 ლარს ჯარის მოსაშორებლად და რამდენად გამოაძვრენენ თავის შვილებს ამ სამსახურიდან. ომის ზღვარზე ვდგავართ და სალომეს ვირჩევთ ამის დედაც მოვტYან. სულ გამოგაYლევათ ფულმა თუ რა დაგემართათ?!
0 1 1