სიახლეები
უკრაინული მხარის მოწვევით ამერიკელი და ებრაელი სამხედრო სპეციალისტები დაწვრილებით გაეცნენ "C-300"-ის ტექნიკურ მახასიათებლებს
2018, 11 ოქტომბერი, 22:24
სირიაში რუსული წარმოების "С-300" და "С-400" ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ჩატანამ ამერიკელი სამხედროები შეაშფოთა, განსაკუთრებით კი ამან ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა შეაშფოთა, რადგან სირიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის "ჰესბოლას" სამხედრო ბაზების და ობიექტების დასაბომბად აფრენილ ებრაულ გამანადგურებელ ავიაციას ექმნება საფრთხე.
ყოველივე ამის გათვალისწინების შემდეგ უკრაინულმა მხარემ უკრაინაში მოიწვია ამერიკელი და ებრაელი სამხედრო სპეციალისტები, რათა მათ რეალური წვრთვნების პირობებში ენახათ თუ როგორ რეაგირებას მოახდენდა "С-300"-ის რადიოლოკაციური სადგური "ნატოს" შეიარაღებაში მყოფი " F-16" გამანადგურებლების შესვლისას მისი მოქმედების ზონაში და დააფიქსირებდა თუ არა თავად გამანადგურებლის ელექტრონული დაზვერვის და აღმოჩენის სისტემა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსის რადიოლოკაციურ სადგურს მუშაობისას.
გარდა ამისა უკრაინელმა სპეციალისტებმა ამერიკელ და ებრაელ სტუმრებს დაწვრილებით გააცნეს "С-300"-ის ძლიერი და სუსტი მხარეები.
ამერიკელი და ებრაელი სამხედრო სპეციალისტების აზრით "С-300"-ის ასე ძირფესვიანად შესწავლა მათ მისცემს საშუალებას მინიმუმამდე შეამცირონ სირიაში ჩატანილი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან მომდინარე საფრთხეები.