x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამზან კადიროვმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უხეში საქციელისათვის ჩეჩენს ბოდიში მოახდევინა

image ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა გააკეთა კომენტარი ვიდეოზე, სადაც მამაკაცი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაზირებული სასმელის ქილას ესვრის მგზავრებს შემდეგი სიტყვებით "ახმატი-ძალაა".
კადიროვმა მოუწოდა თავისი გვერდიდან ახალგაზრდა ჩეჩენს, სადაც არ უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ პირველივე რეისით ჩასულიყო ჩეჩნეთის დედაქალაქში ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან ერთად და მისულიყვნენ მასთან!
კადიროვის თქმით ვიდეოს გადამღებ ჩეჩენ ახალგაზრდას არაფერი აქვს საერთო სპორტულ კლუბ "ახმატთან" და მას არც მორალური არც არანაირი უფლება არა აქვს ისარგებლოს იმ ახალგაზრდების სახელით, ვინც კლუბ "ახმატში" ვარჯიშობს.
კადიროვმა ბოდიში მოუხადა მოზარდებს, რომლებსაც ესროლა ვიდეოს გადამღებმა ჩეჩენმა ქილა.
"მე ბოდიშს გიხდით ჩეჩენი ერის სახელით თქვენი ღირსების შელახვის გამო, ვინც არ უნდა იყოს ის ვინც შელახა თქვენი ღირსება მოუწევს ბოდიშის მოხდა, ის არ წარმოადგენს ჩეჩენ ხალხს"-განაცხადა კადიროვმა.
მოზარდებისათვის ქილის მსროლელ ჩეჩენს კი მიმართა: "შენ უღირსი კაცი ხარ და უფლება არა გაქვს ატარებდე ჩეჩენის სახელს! გეტყობა ცუდად ხარ აღზრდილი, მაგრამ დამიჯერე მალე შენს აღზრდასაც შევძლებთ! მე ამაში დარწმუნებული ვარ და გირჩევ მანამდე ჩამოხვიდე აქ, სანამ მე დაგიწყებ ძებნას და დარწმუნებული იყავი მალე გიპოვი".

მალევე იუთუბზე გამოჩნდა ვიდეო იმ ახალგაზრდა კაცით, რომელმაც სასმელის ქილა ესროლა მოზარდებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ახალგაზრდა ბოდიშს იხდის თავისი საქციელის გამო და ამატებს: რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და მშობლები ძალიან გამიწყრნენ ჩემს მიერ ჩადენილი უღირსი საქციელის გამო, მე ვიხდი ბოდიშს"!
ახალგაზრდას აშკარად ეტყობა, რომ ნაცემია, მაგრამ ვინ ცემა კადიროვის ძალოვნებმა თუ მშობლებმა უცნობია.



2
239
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
239
  
2018, 11 ოქტომბერი, 20:20
უარესის ღირსია...
2018, 11 ოქტომბერი, 19:44
ღირსი არააა?
0 1 2