x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რომელი კლასიკური რომანის გმირი ხართ და რატომ? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image


ალბათ გიფიქრიათ, რომელი ლიტერატურული გმირი იქნებოდით... გთავაზობთ იმ პერსონაჟთა ჩამონათვალს, რომელსაც თქვენი ხასიათი ან თვისებები აქვს. უკვე საუკუნეებია, რაც მათ კრიტიკის ან აღფრთოვანების ქარცეცხლში ატარებენ.... სიგიჟემდე უყვარდებათ ან ჭირივით იძულებენ ხოლმე.


1. მერწყული



თუ მერწყულის ნიშნის ქვეშ დაიბადეთ ჯერომ სელინჯერის რომანის “თამაში ჭვავის ყანაში" გმირი, ჰოლდენ კოლფილდი ხართ. ეს ნაწარმოები გამოსვლისთანავე (1951 წელი) დაუსრულებელი კრიტიკის ობიექტად იქცა. მეტიც, აკრძალული წიგნების სიაში დაიკავა ადგილი.




16 წლის ჰოლდენი სკოლიდან გარიცხეს და, მშობლებისგან მალულად, შინ ბრუნდება. ეს ადამიანი ირგვლივ მხოლოდ სიყალბეს და თვალთმაქცობას ხედავს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ რეალური გრძნობები და აფსეულობები არ არსებობს. კოლფილდს ადამიანების ნდობაა ქვს დაკარგული, რადგან მუდამ უცრუებენ იმედებს. ის ფიქრობს, რომ ცხოვრების უფსკრულში უკვე გადაიჩეხა და არაჯანსაღმა საზოგადოებამ შეცვალა, მაგრამ გულის სიღრმეში გეკითლი და მგრძნობიარეა, ამიტომ სურს, სხვები მაინც გადაარჩინოს.



2. მორიელი

თუ მორიელის ნიშნით დაიბადეთ ჯეიმს ჯოისის რომანის “ულისე" პერსონაჟი ხართ, სახელად ლეოპოლდ ბლუმი. რომანი თავდაპირველად ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში ნაწილ-ნაწილ ქვეყნდებოდა. წიგნად 1922 წელს გამოიცა, პარიზში. “ულისე" ლათინურად ოდისევსს ნიშნავს. ასე, რომ მთავარი გმირი, საგაზეთო რეკლამების აგენტის ლეოპოლდ ბლუმი, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ოდისევსია. რომანი მოგვითხრობს მისი ერთი დღის - 1904 წლის 16 ივნისის (ჯოისისა და მისი მეუღლის პირველი შეხვედრის დღე) შესახებ.



ერთი შეხედვით, ულისე სულიერად ღარიბი, სიღრმეს მოკლებული ადამიანია, რომელიც მხოლოდ ერთობა და ხარბად ეწაფება ფიზიკურ სიამოვნებას. სინამდვილეში მისი შინაგანი სამყარო ტკივილითაა სავსე. ბლუმი ძალიან ბევრს ფიქრობს. მას უკიდეგანოდ ღლის ჭეშმარიტებების ძიება.


3.ლომი



თუ თქვენ ლომის ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, ჯეი გეტსბი ხართ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან “დიადი გეტსბი". ეს წიგნი მეორე საუკუნის საუკეთესო “100 წიგნში" მეორე ადგილს იკავებს. “დიადი გეტსბი" არის ისტორია მამაკაცისა, რომელმაც ნოლიდან დაიწყო და მწვერვალებს მიაღწია : გამდიდრდა, მოიხვეჭა სახელი, დაიმკვიდრა ადგილი მაღალ საზოგადოებაში - მიუხედავად იმისა, რომ უღარიბეს ფენას მიეკუთვნებოდა; “შეცვალა" წარსული... და შეიყვარა მისთვის საბედისწერო ქალი!



ჯეი გეტსბი მიზანდასახული, ძლიერი, გულუხვი, მეგობრული და ყურადღების მოყვარულია. აგრეთვე, ყველაფერს აკეთებს საყვარელი ქალისთვის, როგორც ნამდვილ ლომს შეშვენის!




4.თხის რქა



თუ თხის რქის ნიშნით დაიბადეთ, ჟორჟ დიურუა ხართ გი დე მოპასანის რომანიდან - “ლამაზი მეგობარი". ეს არის ნაწარმოები, რომელიც გამოსვლიდან უმოკლეს დროში 37-ჯერ გამოიცა. იგი მოგვითხრობს სოფლიდან ჩამოსულ ახალაგზრდა კაცზე, რომელიც მიზნის მისაღწევად უკან არააფერზე იხევს. დიახ! მას ნამდვილად აქვს თხის რქისთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფულობა, გონივრულობა, მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარი, მომხვეჭელობა, ფულის სიყვარული, მატერიაზე მიჯაჭვულობა. ჟორჟს სურს რომ გამდიდრდეს, ძალაუფლება მოიპოვოს, აღიარონ და პატივი მიაგონ. დიურუასთვის ქორწინებაც კი გეგმის ნაწილია. მას არ უნჩნდება მიჯაჭვულობა ქალების მიმართ, მაშინაც კი, როცა თითქოს და, ნაზ გრძნობებს აღუძრავს რომელიმე მათგანი.



5.კირჩხიბი



თუ კირჩხიბის ნიშნით დაიბადეთ, შარლოტა ბრონტეს რომანის “ჯეინ ეარის" პერსონაჟი, ჯეინი ხართ - მზრუნველი, ერთგული, მოსიყვარულე, მოწოდებით აღმზრდელი, მოთმინებით სავსე, მიმტევებელი, ოჯახზე ორიენტირებული და გამბედავი.

"ჯეინ ეარი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, რომელიც 1847 წელს გამოქვეყნდა, ლონდონში. თავიდან ბრონტემ რომანი კურერ ბელის ფსევდონიმით გამოსცა და გაახმოვანა, რომ ავტობიოგრაფია იყო. რომანის მეორე გამოცემა შარლოტამ ინგლისელ ნოველისტს, უილიამ თეკერეის მიუძღვნა. "ჯეინ ეარის" პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად, მწერალსაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი.

“ჯეინ ეარი" მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც ცხოვრებამ არა ერთი განსაცდელი გამოატარა: ცხოვრობდა ოჯახში, სადაც არ უყვარდათ; მოზარდობა გაატარა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში; ზრდასრულმა კი მუშაობა დაიწყო აღმზრდელად მდიდარ ოჯახში, სადაც რომანის მთავარი მოვლენები განვითარდა.


6.მშვილდოსანი


კითხვის გაგრძელება > > >


image

1
425
9-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
425
  
2018, 11 ოქტომბერი, 23:48
კირჩხიბი მაინც ვყოფილიყავი :დდდ
0 1 1