x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვინ იყო ლეგენდალური მეფე აიეტი
მეფე აიეტი-მედეას მამა

image

აიეტი— ძველი კოლხეთის მითური მეფე. ჰელიოსისა და პერსეს "მრისხანე" ვაჟი, პასიფაესა და კირკეს ძმა, იდიას ქმარი, მედეას, ქალკიოპესა და აფსირტეს მამა.

სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა კორინთო, მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე ბუნე ჰერმესის ძეს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა.


აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღჱმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ დამარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში.

აპოლონიოს როდოსელი(295-215ძვ.წ.)
"ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილ კოლხეთის მეფეს, თუმცა შორს არის, თუ მოინდომა ელადაშიაც წავა სალაშქროდ.

0
587
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0