x
მეტი
  • 19.10.2018
  • სტატია:81761
  • ვიდეო:333793
  • სურათი:438925
ცხინვალში წამებით მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს ჯიბეში ლექსი უპოვეს რომელიც სეპარატისტების ტელევიზიამ გაავრცელა

image

“სისხლის გუბეში მარტოკა სხეულს
წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება
ჩამორეცხილი სისხლის წვეთები
ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება.

ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით
ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე
სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით

თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა
ახალგორს მაინც არავის მივცემთ
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ

გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი
ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობი ბევრის

ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება."

2
374
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
Mediator image
374
  
11 ოქტომბერი, 20:52
ნათელში ამყოფოს მისი სული
0 1 2