x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სასწაულმოქმედი მდინარე

image

ოგვარგვალე (თაია)
ჩხოროწყუ

მდინარე შიშა კარსტული მდინარეა, გამოედინება ოცინდალეს ფერდობიდან. მდინარე სათავეს იღებს წიფურიის ტაფობში. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტიტის ექსპედიციის მიერ წყლის შეღებვის მეთოდით დადასტურდა ურთიერთკავშირი ზესნახეს მღვიმესა და შიშას მღვიმეს შორის მანძილი მათ შორის 10 კილომეტრზე მეტია. მდინარის მიწისქვეშა მონაკვეთის გამოკვლევა მეტად საინტერესოა. დადასტურებულია მისი კავშირი შურუბიმუს მღვიმესთანაც, მეცნიერთა დასკვნით, კირქვული მასივის წიაღში მრავალკილომეტრიანი მღვიმური სისტემა იმალება. შიშა მდინარე ოჩხომურის მარჯვენა შენაკადია, ტურისტებისთათვის მისი ბოლო მონაკვეთი შეიძლება საინტერესო ობიექტი აღმოჩნდეს. საქართველოს კარსტულ მდინარეთა შორის შიშას წყლის ტემპერატურა ყველაზე მაღალია (მიზეზი დღემდე გაურკვეველია) .

0
295
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0