x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
სასამართლო დავა კბილის პროთეზის გამო სიღნაღში
image


კახეთის რეგონში „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი სოციალურ ქსელში სიღნაღში მომხდარ სახალისო ამბავს წერს.


„ჩქარა ჩამოდი, სიღნაღის სასამართლოში რეციდივისტებს ამზადებენო - ზარის ავტორი 68 წლის კაცია. წამოვვარდი, რა არ ვიფიქრე, უკვე გადაღებაზე გავრბოდი:_))))


გაირკვა, რომ წნორში კაცს სტომატოლოგმა 500 ლარიანი კბილები დაუმზადა. პაციენტმა ვერ მოირგო და ექიმს სასამართლოში უჩივლა. შედგა პროცესი სიღნაღში, წააგო კაცმა. მოსამართლემ მითხრა, მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეო. მეტი მტკიცებულება რაღა იყო, ჩანები ხელით დამაქვს, ვერ ვხმარობო. ადვოკატმაც ვერაფერი მიშველა, ცხელ ხაზზეც არავინ მპასუხობს და იმდენი უბედურება ტრიალებს, ყველაფერი უნდა მოგიყვეო.



- სოციალურად დაუცველი, მარტოხელა თამაზა პაპა სამართალს ეძებს. არავინ ყავს გულშემატკივარი, არც ნათესავი.


-მეორე მხარესთან არ მილაპარაკია და შესაბამისად, არც მისი არგუმენტები ვიცი. მაგრამ, თუ კაცი კბილებს ვერ ხმარობს და არ მოერგო, განა რად უღირს იმ სტომატოლოგს თამაზა პაპასგან აღებული 500 ლარი, ან სასამართლოში პროწიალი და "მოგებული" დავა?! - წერს ჟურნალისტი ია გულიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


image

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0