x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81808
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438958
სასაფლაოები რომელთა დანახვა შოკში ჩაგაგდებთ, რადგან მიცვალებულის სასახლეები კლდეზეა დაკიდებული

image მიცვალებულის დაკრძალვის უამრავი ტრადიციაა მსოფლიოს ხალხებში, ინდოეთის და სკანდინავიის ქვეყნების გარკვეულ ნაწილში მიცვალებულებს ცეცხლზე წვავენ, ინდოეთში პრიმიტიულად სკანდინავიის ქვეყნებში კი მიცვალებულის კრემაცია ხდება სპეციალურ კრემატორიუმებში.
კოლხური ტრადიციით კი მიცვალებულს ნაბადში შეახვევდნენ მჭიდროდ, თოკებით შეკრავდნენ და ხეზე კიდებდნენ.
ავსტრონეზიური ტომი, რომელსაც "მთიელებს" უწოდებენ ფილიპინების კორდილიერებში ცხოვრობს. დედამიწის ამ კუთხეში თვალწარმტაცი პეიზაჟებით, ადგილობრივი ქალები ტრადიციულად მინდორში მიწას ამუშავებენ ან ქსოვილს ქსოვენ.
მამაკაცები ნადირობით, თევზაობით, მეფუტკრეობით და ღორების მოშენებით არიან დაკავებული.
"მთიელები" ცხოვრობენ ფილიპინების სხვა მცხოვრებლებისაგან მოშორებულ ტერიტორიაზე და შესაძლოა ამითაცაა განპირობებული მათი თითქმის 2000 წლიანი ტრადიციების დაცვა, მათ შორის მიცვალებულების არა მიწაში ჩასვენება არამედ მაღალ კლდეზე დაკიდება.
ეს ტომი მეორე ათასწლეულია თავის მიცვალებულებს, სხვადასხვა ფორმის მიცვალებულის სასახლით კიდებს კლდეზე, ან კლდეში ჩასობილ მოკეცილ არმატურაზე.
"მთიელები" ამბობენ: "რაც უფრო მაღლაა კლდეზე დაკიდებული მიცვალებულის სასახლე, მით უფრო ახლოს იქნება ის ციურ სამყაროში გადასულ წინაპრებთან".
ამ ტომის ხალხს ეშინოდა მიწაში ჩასვენების, მათი აზრით მიწაში ჩასვენებული "მთიელის" სული ვერ ავა ზეცაში წინაპრების სულებთან შესაერთებლად.
მართალია გლობალიზაციამ ნელა, მაგრამ მაინც შეაღწია ფილიპინების კოლდიერებში მცხოვრები ტომის საცხოვრებლებში, თუ ადრე ტომის წევრებს მასიურად კლდეზე კიდებდნენ სასახლით, ახლა უკვე ახალგაზრდა თაობას ეს ტრადიცია სავალდებულოდ არ მიაჩნია, თუმცა უფროსი ასაკის ადამიანები არას დაგიდევენ გლობალიზაციის და ცივილიზაციის კანონებს და შთამომავლებისაგან კატეგორიულად მოითხოვენ გარდაცვალების შემთხვევაში მათი ნეშტი სასახლით, დაკიდონ კლდეზე.
imageimageimageimageimageimageimage







0
137
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0