x
image
Culture Express
" იქ რომ მოვალ, აუცილებლად გიპოვნი, იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არ კვდება.." - ლევან აბაშიძის ბოლო სიყვარული
image " ლევან, ძალიან ვამაყობ შენით და მთელი ცხოვრება ვიამაყებ. შენ გთხოვ, არ იდარდო, რომ აქ მარტო დამტოვე, იმიტომ რომ შენ მასწავლე როგორ უნდა ვიყო ძალიან ძლიერი ადამიანი და იქ რომ მოვალ აუცილებლად გიპოვნი, იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არ კვდება."

ამ სიტყვებით დაასრულა ინტერვიუ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს სტუმარმა ქალმა, რომელიც 90-იანი წლების ქართული კინოს ვარსკვლავს ლევან აბაშიძეს უყვარდა.

მიეკაელა სტრიმბეანუს შემოქმედებას მოლდოვაში კარგად იცნობენ, არაერთი როლი აქვს ნათამაშები სხვადასხვა სპექტაკლსა თუ ფილმში, ის მოლდოვის სახალხო არტისტია. საქართველოში კი მას სულ სხვა ისტორიით იცნობენ, ის ლეგენდარულ ქართველ მსახიობს ლევან აბაშიძეს უყვარდა. მიკაელა საქართველოში თეატრალურ ინსტიტუტში სასწავლებლად ჩამოვიდა, სწორედ აქ შეხვდა ლევანს..

image


მათ ერთად 4 წელი გაატარეს, აფხაზეთის ომში ლევანის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ მიკა სამშობლოში დაბრუნდა და სამსახიობო კარიერა გააგრძელა. როგორც თავად ამბობს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, ნანუკას შოუში მსახიობმა განაცხადა რომ დღეს მარტოა, მან ლევანის მსგავსი ადამიანი ვერ იპოვა.

" ლევანის გარდაცვალების შემდეგ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც მას ჰგავს. ლევანს ისეთი თვისებები ჰქონდა, რომ ერთი დარბაზი უნდა გაავსო ადამიანებით, რომ ყველა მათგანისგან შექმნა ისეთი სული, გონება, ტალანტი და სილამაზე, რომელიც ლევანს ჰქონდა. "

image

მიკაელა სტრიმბეანუმ ასევე განაცხადა, რომ ძალიან ნანობს იმას რომ ლევანისგან შვილი არ გააჩინა:

" ძალიან ვნანობ რომ შვილი არ გავაჩინე, იმიტომ რომ მქონდა ამის შესაძლებლობა, ლევანისგან ორსულად დავრჩი, მალევე, როცა გავიცანი. მაგრამ მაშინ დავსხედით და ასეთი ოაჯხური გადაწყვეტილება მივიღეთ, მე ლევანმა და ლევანის დედამ. რომ არ დაგვეტოვებინა ბავშვი, რადგან მაშინ სწავლას ვეღარ გავარძელებდი, მე კი 4 წელი ჩემებთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და ეს სამომავლოდ გადავდეთ, შემდეგ კი ომი დაიწყო და ის გარდაიცვალა.."

image



0
1083
1-ს არ მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1083
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0