x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„რას ნიშნავს გვარამიამ დამტუქსოს, ამკრძალოს, კუთხე მიმიჩინოს?“ - ირმა სოხაძე

image


რუსთავი 2-ის გენდირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები კარგად უნდა დაიმახსოვრონ და შემდგომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გააძეონ, მომღერალი ირმა სოხაძე ეხმაურება. როგორც სოხაძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, გააქტიურება სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა.


„გვარამიამ ისეთი პიარი გაუკეთა სალომე ზურაბიშვილს, ამერიკელი პიარ სპეციალისტები რომ მოეწვიათ, ალბათ ისინიც ვერ შეძლებდნენ ამდენს. მისი ბოლო პოსტი რომ ვნახე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შესახებ, პირადად მე, ამ სტატუსმა გამააქტიურა და მას შემდეგ უფრო დავიწყე ქმედება. იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი... რას ნიშნავს, გვარამიამ დამტუქსოს, მიმიჩინოს კუთხე, მომსპოს, ამკრძალოს... ვიფიქრე, ესენი ჯერ არ მოსულან და ღიად ამას იძახიან. იქით ნაცმოძრაობის კანდიდატი ამბობს, მიშა ჩამოვაო. ხალხს ეშინია რევანშის, იმიტომ რომ კარგად ახსოვთ მიშა, რომელიც ყველას უშავებდა. სალომეს თუ დავუჭირე მხარი, ანუ კუთხე მიმიჩინა? ეს ჩემი საქმეა, შეიძლება სულაც უსუფაშვილს მივცე ხმა. ამ პოსტმა გადამიყვანა ჭკუიდან, “ - ამბობს ირმა სოხაძე.

1
546
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
546
  
2018, 22 ოქტომბერი, 10:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1