x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სილამაზის კონკურსების მცირე ისტორია+ყველა მის საქართველო(ფოტოები)
image

პირველ "სილამაზის კონკურსს" უწოდებენ მითიურ სამი ქალღმერთის: ჰერას, ათენას და აფროდიტეს ასპარეზობას, მსაჯად მათ ამოირჩიეს პარისი, რომელმაც ამოირჩია მშვენიერი აფროდიტე და გადასცა პრიზი-ვაშლი.


image

არსებობს ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ ძველ ტროაში აირჩიეს ყველაზე ლამაზი გოგონა-ილიონა, ჟიურის წევრები იყვნენ მომღერელები, სკულპტორები, ორატორები და მეომრები.



სილამაზის კონკურსები იმართებოდა, ძველ ათენში, განსაკუთრებით პოპულარული იყო ასპარეზობა კუნძულ ლესბოსზე.ძველ ბაბილონში სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ ქალებზე წესდებოდა აუქციონი, დაიძახებდნენ ქალის სახელს, ხოლო მამაკაცები ყვიროდნენ ფასს, შესაძლებელი იყო ოჯახიდან გოგონას გამოსყიდვა და შემდეგ მისი ცოლად მოყვანა.


სილამაზის კონკურსი იმართებოდა, ძველ ჩინეთში, ინდიელთა ინკებშიც, სამწუხაროდ გამარჯვებულ ლამაზმანს ღმერთებს სწირავდნენ დიდი ზარ-ზეიმით.




მკაცრი ისლამური კანონების მიუხედავად სილამაზის კონკურსი იმართებოდა ოსმალეთის იმპერიაშიც, ჰარამხანაში ირჩევდნენ ყველაზე ლამაზ ოდალიკს(მსახური ქალი ჰარამხანაში, დასავლეთში ის აღიქმებოდა, როგორც მძევალი და სექსმონა)

imageოდალიკი-აღმოსავლური სცენა ჰარამხანიდან(სტეფან სანდლაჩეკი)


პირველი ოფიციალური სილამაზის კონკურსი 1888 წლის 19 სექტემბერს ბელგიაში, ქალაქ სპაში, ჩატარდა .

350 კანდიდატიდან ფინალში მარტო 21 კონკურსანტი მოხვდა. ფინალისტებს დახურულ კარს მიღმა მამაკაცებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. გამარჯვებული გახდა 18 წლის ბერტა სუკარე გვადელუპიდან, რომელმაც ჯილდოდ 5000 ფრანკი მიიღო.

imageფოტოზე:სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს გადასცემენ პრიზს(1922 წელი)



რაც შეეხება საქართველოს, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს 1912 წელს ტიფლისში გამართულა კონკურსი "მის კავკასია", გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანელი ბეგის ასკარხან ტალიშინსკის ქალიშვილი ტუგრა ხანიმი.

საბჭოთა პერიოდში, როგორც ასეთი, სილამაზის კონკურსები არ იმართებოდა გასული საუკუნის 80-იან წლებამდე, თბილისში კომკავშირის თაოსნობით პირველი სილამაზის კონკურსი "მის თბილისი" 1984 წელს ჩატარდა, (მოსკოვში ანალოგიური კონკურსი მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაიმართა)გამარჯვებული გახდა ეკა აბაშიძე.

imageფოტოზე:"მის თბილისი"-1985 ნუკა კაციტაძე



90-იან წლების მეორე ნახევარში საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება სამოდელო ბიზნესი და შესაბამისად იმართებოდა სილამაზის კონკურსები, მაშინ გაიცნო საქართველომ კრისტი ყიფშიძე, ლალი ტოტიკაშვილი, თამუნა გაბრიელაშვილი, თაკო ჩხეიძე, თიკა ფაცაცია და სხვები.

imageფოტოზე:ლალი ტოტიკაშვილი



2003 წლიდან საქართველოში რეგულარულად იმართება

ყოველწლიური ეროვნული სილამაზის კონკურსი, კონკურსის ფინალისტები წარადგენენ საქართველოს მის მსოფლიოზე, მის ევროპაზე, მის დედამიწაზე და მის სამყაროზე.


"მის საქართველო"-2018 -ს ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს გაიმართება, მანამდე კი გავიხსენოთ ყველა მის საქართველო წლების მიხედვით(2003-2017)


ირინა ონაშვილი--2003
image



სალომე ჩიკვილაძე-2004

image



სალომე ხელაშვილი-2005

image



ნინო კალანდაძე-2006

image


თამარ ნემსიწვერაძე-2007(გაიმარჯვა ნინო ლეკუჩოვამ, მაგრამ რადგან გათხოვილი აღმოჩნდა ტიტული თამარს გადასცეს)

image



ხათუნა სხირტლაძე-2008

image



ცირა სუქნიძე-2009

image


დეა არაყიშვილი-2010

image



ჟანეტ ქერდიყოშვილი-2011

image



სალომე ხომერიკი-2012

image



თამარ(თამთა) შედანია-2013

image



ანა ზუბაშვილი-2014

image



ნინო(ნუკა) ყარალაშვილი-2015

image



ვიქტორია კოჩეროვა-2016

image



ნინი წივწივაძე-2017

image

1
656
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
656
  
2018, 13 ოქტომბერი, 15:01
ირინა ონაშვილი ყველაზე ლამაზი
0 1 1