x
მეტი
  • 22.10.2018
  • სტატია:81880
  • ვიდეო:333883
  • სურათი:439136
თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ - ეს 3 რეცეპტი პრობლემას მოგიგვარებთ!

image

წნევის შემცირება მედიკამენტების გარეშე ბუნებრივი საშუალებებით შესაძლებელია.

ჰიპერტონია - ძალიან მაღალი არტერიული წნევა და სერიოზული დაავადება, რომელსაც საშიში გართულებები შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ უმკურნალებთ.

დღეს ჰიპერტონია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ადამიანს ასაკის, რასის თუ სქესის მიუხედავად შეიძლება ჰქონდეს. ადრე ეს მოხუცების დაავადება იყოს, მაგრამ ახლა უფრო ბევრი ახალგაზრდა ამ დაავადებით იტანჯება! მოწევა, არასწორი კვება, მავნე ჩვევები და ფიზიკური პასიურობა ჰიპერტონიის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

ამ დაავადების მთავარი პრობლემა საწყის სტადიაზე სიმპტომების არარსებობაა. პაციენტი ხშირად საავადმყოფოს უკვე შეუქცევადი პროცესის დროს მიმართავს. ჰიპერტონიამ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ანევრიზმა, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტი, კოგნიტური აშლილობა გამოიწვიოს და არა მხოლოდ.

დღეს გთავაზობთ 3 რეცეპტს, რომელიც ბუნებრივი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა ჰიპერტონიის სამკურნალოდ. მისი მომზადება ძალიან მარტივია!

რეცეპტი №1

ამ საშუალების მოსამზადებლად რამდენიმე ნაჭერი ლიმონი და 1 ჭიქა წყალი დაგჭირდებათ.

წყლით სავსე ჭიქაში ლიმონის წვენი ჩაასხით და მიღებული სასმელი დალიეთ. პროცედურა ყოველდღიურად საუზმის წინ გაიმეორეთ.

ლიმონი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით, როცა საქმე გულ-სისხლძარღვთა სისტემას ეხება, რადგან ისინი სისხლძარღვების ელასტიკურობას აუმჯობესებენ, მათ ასუფთავებენ და მაღალ არტერიულ წნევას ამცირებენ.

რეცეპტი №2

ნიორი - მასში შემავალი გოგირდის ნაერთების წყალობით მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად ძალიან ეფექტური საშუალებაა. ნიორი ტოქსინების აღმოფხვრას და ცუდი ქოლესტერინის შემცირებას ხელს უწყობს.

ასევე სისხლძარღვებს აფართოებს, აზოტის ოქსიდის წარმოებას ზრდის და არტერიულ წნევას აკონტროლებს.

იმისთვის, რომ წნევა კონტროლის ქვეშ გქონდეთ, ყოველ დილით 1 კბილი ნიორი უზმოზე ჭამეთ, ასევე შეგიძლიათ ძილის წინ მიირთვათ.

რეცეპტი №3

ამ საშუალებისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

1 ს/კ ვაშლის ძმარი

1/8 ჩ/კ საკვები სოდა

1 ჭიქა წყალი

მომზადება

ვაშლის ძმარი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ ინგრედიენტს შეიცავს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებას თავიდან აგაცილებთ. ეს მინერალები და ვიტამინები არტერიულ წნევას ამცირებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. 1 ს/კ ვაშლის ძმარი 1/8 ჩ/კ საკვებ სოდას 1 ჭიქა წყალში აურიეთ და დალიეთ. საშუალება დღეში 2-ჯერ მიიღეთ.

გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.

0
663
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0