x
მეტი
  • 19.12.2018
  • სტატია:83893
  • ვიდეო:334607
  • სურათი:442071
მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება

image

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება.

საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილი იგივე (ვაკჰ ტერლოევი) სისტემატიურად აქვეყნებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ფოტოს და მას, მისი შვილის, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლ ტერორისტებთან აქტიურ ურთიერთობაში მყოფ, ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციას აბრალებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ადრეც დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ წინ ტერაქტის მოწყობით და საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად თავის აფეთქებით, თუმცა შემდეგ აღნიშნული განცხადება საკუთარ მღელვარებას გადააბრალა და ტერაქტის მოწყობის სურვილი უარყო.
დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ მკვლელობების ჩადენით იმუქრება. მაჩალიკაშვილი სუსი-ს უფორსის ყოფილ პირველ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიშვილების მოკვლით ემუქრება.

მუქარის ტექსტს და იოსებ გოგაშვილის სურათს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი შვილი ნათია მაჩალიკაშვილი სისტემატიურად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.
იოსებ გოგაშვილის ოჯახის ამოწყვეტის სურვილისა და გეგმის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახი ღიად წერენ სოციალურ ქსელში და მხარდამჭერებს პირდებიან, რომ ამის დრო მალე დადგება და გოგაშვილს და მის ოჯახს ამოწყვეტენ.

ღია ტერორისტულ მუქარაზე საქართველოს პროკურატურას გამოძიება ამ ეტაპზე ჯერ არ დაუწყია.image

1
332
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
332
  
11 ოქტომბერი, 13:58
დაკავებას "იჩალიჩებს" ეს კაცი, მუქარა თან ძალოვანი სტრუქტურის წინააღმდეგ სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლაა.
0 1 1