x
image
Yoona
Mediator image
გასაოცარი რამ მოხდება, როგორც კი ცივი სასმელების დალევას შეწყვეტთ
image

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ცხელი ან თბილი სასმელი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცივი. გთავაზობთ 8 გასაოცარ რამეზე, რომელიც თქვენ თავს მოხდება, თუ ცივი სასმელების დალევაზე უარს იტყვით.

1. თქვენი ოფლდენა ნორმაში იქნება

როგორ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, სიცხეში უმჯობესია ცხელი ჩაი დალიოთ. ცივი სასმელი წყურვილს არ მოგიკლავთ, ორგანიზმი მას ნელა ითვისებს, მინიმუმ 20 წუთი გავა, სანამ შვებას იგრძნობთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში შეიძლება წყალი შეუჩერებლივ დალიოთ. სხვა საქმეა ცხელი ჩაი: ის წყურვილს მომენტალურად კლავს, ამასთან ოფლდენას სტიმულირებს.


ბევრი ინდოელი მატარებელში მოგზაურობის დროს ცხელ ჩაის სვამს მიუხედავად იმისა, რომ მატარებლის შიგნით და გარეთ ტემპერატურა 45° С (113° F)!

„მე ვარ ინდოელი, მე ვარ ბრიტანელი, მილიარდობით ინდოელი შეუძლებელია ცდებოდეს. ისინი ცხელ ამინდში ცხელ ჩაის სვამენ“ - მადჰულიკა სიკა.

2. დიაბეტის რისკს შეამცირებთ

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ დღეში 1 ქილა ცივ სასმელს დალევთ, კალორიებს ადვილად აითვისებთ, რომლითაც გაზიანი სასმელი სავსეა. ტვინის მოტყუებით კალორიები შეუმჩნევლად ორგანიზმში აღწევს და შიმშილის გრძნობას მცირე დროით აქრობს, რაც საკვების მიღების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს. „მსუბუქი კალორია“ რომელიც ორგანიზმში მოხვდა, მაინც გადამუშავდება და უმეტესად ცხიმად. სწორედ ამიტომ ტკბილი გაზიანი სასმელის მოხმარების ზრდა ჭარბ წონას და შაქრიან დიაბეტს იწვევს.

3. უფრო მეგობრული გახდებით

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა. მათ მონაწილეებს ერთი ადამიანის აღწერა სთხოვეს, რომელსაც ხელში 1 ჭიქა ცხელი ყავა ეჭირა და მეორე ადამიანის, რომელსაც ხელში ყინულიანი ცივი ქილა ეჭირა. მონაწილეებმა არ იცოდნენ, რომ სასმელი ტესტის ნაწილი იყო. შედეგმა აჩვენა. რომ ცხელი სასმელის დამჭერი ადამიანი უფრო პოზიტიურად აღიქმება. მას უფრო ახასიათებს გულუხვობა და ადამიანების მიმართ თანაგრძნობა.

4. ხველების და ვირუსის მცირე შანსი

არ ვიცით, მაგრამ ცხელი ჩაი ან ყავა ხველების და გაცივების დროს დაგეხმარებათ. ცივი ჩაის დალევის შემდეგ შვებას ვერ იგრძნობთ!

5. თქვენი მეტაბოლიზმი გაუმჯობესდება

ბევრი დიეტოლოგი გირჩევთ ცხელი წყლის დალევას, როცა დიეტაზე იმყოფებით. ჩინელები ამას ყოველთვის აკეთებენ. ცხელი წყალი ტვინის სასიამოვნო ცენტრს ათავისუფლებს და წონაში დაკლებით სიამოვნებას მიიღებთ. არაფერია ცუდი, თუ თქვენ ცხელ წყალში ცოტა ლიმონის წვენს დაამატებთ. ეს მეტაბოლიზმს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

6. ინფექციებისგან უკეთ იქნებით დაცული

ნებისმიერი ცხელი სასმელი იქნება ჯანსაღი, რადგან წყალი აქ არის ადუღებული. დუღილი წმენდს წყალს, ამიტომ ნებისმიერი ბაქტერია კვდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არსებობს. თქვენ კუჭსა და ცხვირში ლორწოს შეამცირებთ, ამით ამცირებთ ზიანს, რომელიც ბაქტერიების დაზიანებით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული.

7. საჭმლის მონელება გაუმჯობესდება

ბევრი კამათი არსებობს იმაზე, რომ ცივი წყალი ან სხვა სასმელი მონელების პროცესს აფერხებს. აიურვედულ მედიცინა ჭამის დროს ცხელ სასმელს ანიჭებს უპირატესობას, როგორც ცუდი მონელების და გულისრევის პრობლემის აღმოფხვრის საშუალებას. თუმცა ამის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. თუ თქვენ კოჭას ჩაის ჭამის დროს დალევთ, ეს საჭმლის მონელებაში დაგეხმარებათ.

8. კბილების მდგომარეობას გაიუმჯობესებთ

ცივი სასმელები, მჟავე და ტკბილი, ნერწყვის მჟავა-ტუტე ბალანსს არღვევენ, ის თავის მინერალიზაციის ფუნქციას აღარ ასრულებს. პირიქით - კბილებიდან კალციუმი გამოაქვს, რასაც ემალის, შემდეგ კი ყველა კბილის დაზიანება მოჰყვება.

0
185
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0