x
მეტი
  • 15.10.2018
  • სტატია:81643
  • ვიდეო:333731
  • სურათი:438825
მისტიკოსი ნიკოლაი რერიხი

image


მე-20 საუკუნეში სამკურნალო ბგერები ფართო საზოგადოებისათვის შედარებით ხელმისაწვდომი გახადა ცნობილმა რუსმა მოგზაურმა, მხატვარმა და მისტიკოსმა ნიკოლაი რერიხმა, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ცენტრალურ აზიაში - ტიბეტში, მონღოლეთსა და ჰიმალაებში გაატარა. 1929 წელს ნიუ იორკში, მანჰეტენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პრესტიჟულ რაიონში, მის პატივსაცემად აშენდა ცათამბჯენი, რომელსაც "ოსტატის შენობა" დაარქვეს. (ფოტოზე ოსტატის შენობა) ნიკოლაის და მისი მეუღლის ელენა რერიხის ინიციატივით აქ განთავსდა გაერთიანებული სასცენო და სახვითი ხელოვნების ინსტიტუტი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და რერიხის მუზეუმი.


image


"ოსტატის შენობის" აგება დააფინანსა ლუის ლევი ხორშმა, ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა. გარდა იმისა, რომ ამ ცათამბჯენის სახელწოდება ნიკოლაი რერიხთან არის დაკავშირებული - როგორც თეოსოფიის აღიარებულ ოსტატთან, ვისაც უძველესი ცოდნის გასაღები ჰქონდა - ის ასევე უკავშირდება ოსტატ მორიას, განუსხეულებელ მასწავლებელს, ვისგანაც ელენა რერიხი გამოცხადებებს და მითითებებს იღებდა. ასეთი ტიპის გამოცხადებები მას აღწერილი აქვს საკუთარ წიგნებში, სადაც ისეთ მოულოდნელ საგნებზეც საუბრობს, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის გამოყენება მისტიკური და ტელეპატიური მიზნებისათვის. შენობის აგებაში თვით ნიკოლაი რერიხმაც შეიტანა წვლილი - მას ჰქონდა წინასწარმეტყველური ნახატები, რომლებსაც შეეძლოთ გარკვეული ზემოქმედების მოხდენა კაცობრიობის ბედისწერასა და ცალკეულ ადამიანებზე. ორი ასეთი ნახატის გაყიდვით მიღებული თანხა რერიხმა მშენებლობას მიუძღვნა - ეს ნახატებია, "წმინდა პანტელეიმონი მკურნალი" და "აგნი იოგა".


ასეთი ცოდნა ყოველთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ფართო საზოგადოებისთვის. ეგვიპტისა და საბერძნეთის მისტერიულ სკოლებში ზემოქმედების მარცვალ-ბგერათა ფლობა დიდ როლს ასრულებდა სულიერი განვითარების გზაზე. სხვადასხვა გარემოებების გამო ეს ცოდნა ფართო საზოგადოებისათვის დახურული იყო. საიდუმლო საზოგადოებებს, ცხადია, დღესაც შენარჩუნებული აქვთ ასეთი სიფრთხილე, თუმცა, უკვე ას წელზე მეტია, რაც სამყაროსთან და ადამიანთან დაკავშირებული ფარული მეცნიერების გარკვეული ნაწილი თანდათან საჯარო ხდება.


მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსი მისტიკოსი ნიკოლაი რერიხი დაკავშირებული იყო მისტერიულ საძმოებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მათ შორის, იდუმალებით მოცულ ნამდვილ როზენკროიცერების ორდენთან. მისი მოღვაწეობა მართლაც წარმოუდგენლად მასშტაბური და მრავალმხრივია - ნიკოლაი რერიხის ფრესკები ამშვენებს რუსეთის არაერთ ეკლესიას, მეორე მხრივ კი, 1935 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი სწორედ რერიხის მითითებით ახორციელებს ცვლილებებსა და შესწორებებს ერთდოლარიან კუპიურაზე.


1934 წლის ერთდოლარიანი კუპიურა.

image


1935 წლის ერთდოლარიანი კუპიურა.


image

0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0